სერტოფენი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 25მგ/1მლ 2მლ ამპულა #5
სერტოფენი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 25მგ/1მლ 2მლ ამპულა #5

სერტოფენი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 25მგ/1მლ 2მლ ამპულა #5

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფი.

ჩვენებები: ზომიერი და ოპერაციის შემდგომი ტკივილის, თირკმლის კოლიკის და წელის ტკივილის სიმპტომური
მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც ვერ იღებენ ტაბლეტებს.

დოზირება და მიღების წესი:ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
საჭირო დოზას შეარჩევს ექიმი სიმპტომების ტიპის, სიმწვავისა და ხანგრძლივობის მიხედვით.
რეკომენდირებული დოზა ძირითადად შეადგენს 1 ამპულას ყოველ 8-12 საათში, საჭიროების შემთხვევეაში დასაშვებია დოზის განმეორება 6 საათის შემდეგ.
დაუშვებელია დოზის გადაჭარბება დღეში 150 მგ-ზე ემტად.
საინექციო ფორმა გამოიყენება ავადმყოფობის მხოლოდ მწვავე პერიოდში, შესაძლებლობისთანავე უნდა მოხდეს
შიგნით მისაღებ ფორმაზე გადასვლა. პრეპარატი მოწოდებულია ვენაში ან კუნთში საინექციოდ. ვენაში ინფუზიის
შემთხვევაში ამპულის შიგთავსი იხსნება 30-100 მლ-მდე ფიზიოლოგიურ ხსნარში, 5% გლუკოზაში ან რინგერ-ლაქტატის ხსნარში, რომელიც შეიყვანება ნელი ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში. ხსნარი უნდა მოერიდოს დღის
სინათლეს. ვენაში ბოლუსური ინექციის შემთხვევაში პრეპარატი შეიყვანება არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.
დაუშვებელია ზუმ-25-ის გამოყენება ინტრათეკალურად ან ეპიდურულად. დასაშვებია მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარის გამოყენება. პრეპარატი მცირე დოზებით თავსებადია ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინის და თეოფილინის
საინექციო ხსნარების მცირე მოცულობებთან. კუნთშიდა ინექციის დროს ხსნარი შეიყვანება კუნთში, შეფერილი
ამპულიდან ამოღებისთანავე, ღრმა, ნელი ინექციის სახით. არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკში. თირკმლის და ღვიძლის
პრობლემების მქონე ასაკოვან პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს.


უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა
რომელიმე კომპონენტის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების
მიმართ. წარსულში ასთმა, მწვავე ალერგიული რინიტი, ცხვირის ღრუს პოლიპები, ურტიკარია, ანგიონევროზული
შეშუპება, ხიხინი გულმკერდის არეში ასთმის ან ხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების მიღების
ფონზე განვითარებული. ანამნეზში პეპტიკური წყლული, სისხლდენა კუჭიდან, ნაწლავიდან განვითარებული
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე. მონელების ქრონიკული პრობლემები,
ნაწლავის ქრონიკული ანთება, მიდრეკილება სისხლდენისაკენ და სისხლის შედედების პრობლემები, ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან ძუძუთი კვების პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში და არ არის რეკომენდირებული I და II ტრიმესტრში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დექსკეტოპროფენი
დოზა
25მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო. საინფუზიო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი