დექსკეტოპროფენი ნორმონი ტაბლეტი 25მგ #20
დექსკეტოპროფენი ნორმონი ტაბლეტი 25მგ #20

დექსკეტოპროფენი ნორმონი ტაბლეტი 25მგ #20

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული
პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.

ჩვენებები: გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის ხანმოკლე
კურსით, მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილის, მენსტრუაციის დროს ტკივილის (ალგომენორეის),
კბილის ტკივილის დროს.

დოზირება და მიღების წესი: ყოველთვის მიიღება ექიმის მითითებით. რეკომენდირებულია თითო ტაბლეტის მიღება
ყოველ 8 საათში, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა დღეში. ხანდაზმულებში ან პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით, დოზირება შეადგენს არაუმეტეს 2 ტაბლეტისა დღეში. ხანდაზმულებში კარგი ამტანობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 3 ტაბლეტამდე დღეში.

უკუჩვენებები: ალერგია დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ალერგია
აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ; ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ გამოვლენილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი, ცხვირის პოლიპები, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება ან ხიხინი გულმკერდის არეში; სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა წარსულში კეტოპროფენის ან ფიბრატების მიღები ფონზე. წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა; ტკივილის გამო მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენა ან პერფორაცია; ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი; გულის გამოხატული უკმარისობა, თირკმლების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა; მომატებული სისხლდენების რისკი ან სისხლის შედედების დარღვევა; ძლიერი გაუწყლოება ღებინების, ფაღარათის ან
არასაკმარისი სითხის მიღების გამო; ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან ძუძუთი კვება; 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის I და II ტრიმესტრში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
დექსკეტოპროფენი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი