სერვისის პირობები

GPC მობილური აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები

      1.          პირობების ხასიათი და გამოყენება

         1.1.          სანამ ამ „აპლიკაციის“ გამოყენებას გადაწყვეტთ, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს („პირობები”) და მონაცემთა დაცვის პოლიტიკას („მონაცემთა დაცვისპოლიტიკა”), რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ GPC-ს ვებგვერდზე https://www.gepha.com/terms წინამდებარე „პირობები” და „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა” ერთობლივად წარმოადგენს „თქვენსა“ და გეფა- ს შორის გაფორმებულ იურიდიულ დოკუმენტს („ხელშეკრულება”) მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებით (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ). GPC-ს მფლობელია სს „გეფა“ (იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით 201991229).

         1.2.          წინამდებარე „ხელშეკრულება“ ეხება იმ სერვისებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ან გახდება ხელმისაწვდომი მობილური აპლიკაციით GPC (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აპლიკაცია“, ან „ჩვენ“), რომელსაც უფასოდ სთავაზობენ მომხმარებლებს (შემდგომში მოხსენიებულს, როგორც „საბოლოო მომხმარებელი” ან „ თქვენ”) („მომსახურება”), რაშიც შედის:

1.2.1    მედიკამენტების ძებნა, და (ii) რეცეპტების მიღება პროვაიდერებისგან;

1.2.2    საგარანტიო წერილის მიღება პროვაიდერებისგან, და (ii) სადაზღვევო პოლისის შესახებ ინფორმაციის მიღება;

1.2.3    ერთგულების ბარათების/ქულების ჩვენების შესაძლებლობა ;

         1.3.          „მომსახურება” დროდადრო შეიძლება შეიცვალოს გეფა-ს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ხოლო „ხელშეკრულება” გავრცელდება თქვენს მიერ „აპლიკაციის” გამოყენებაზე მომსახურების მიღების მიზნით, აგრეთვე ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც „თქვენ“ „აპლიკაციას“ აწვდით ნებისმიერ დროს.

         1.4.          წინამდებარე „ხელშეკრულება” განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც თქვენ საშუალება გეძლევათ გამოიყენოთ „აპლიკაცია“ და აღწერს იმ გზას, თუ როგორ უნდა მოვექცეთ „თქვენს“ ანგარიშს, როდესაც რეგისტრირებული ხართ, როგორც GPC-ს მომხმარებელი. თუ „ხელშეკრულების“ რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე support@gpc.ge.

         1.5.          „სერვისით“ სარგებლობის მიზნით „აპლიკაციის” ჩამოტვირთვის ან „აპლიკაციით“ სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ უპირობოდ ეთანხმებით ამ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ყველა პირობას, „პირობებს”  და „მონაცემთა დაცვისპოლიტიკას” (https://www.gepha.com/terms), როგორც ეს მოცემულია “აპლიკაციაში”, და ადასტურებთ, რომ დაიცავთ მათ. წინამდებარე „ხელშეკრულება” ჩაანაცვლებს ყველა ადრინდელ პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მანამდე გაგაცნეს „აპლიკაციის” ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით. ნებისმიერი „სერვისით“ სარგებლობის შემთხვევაში  თქვენ ადასტურებთ ამ შეთანხმების პირობების მიღებას.

         1.6.          უფლებას ვიტოვებთ „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერი მიზეზით შევცვალოთ ან შევწყვიტოთ ნებისმიერ დროს, და ინფორმაცია ასეთი ცვლილებების შესახებ GPC-ს მობილური აპლიკაციის ან სმს შეტყობინების მეშვეობით მოგაწოდოთ, ხოლო თქვენ რეგულარულად უნდა იკითხოთ „ხელშეკრულება.“ თქვენს მიერ „აპლიკაციის“ გამოყენება  ყოველი ამგვარი ცვლილების შემდეგ ნიშნავს თანხმობას, რომ დაიცავთ შესწორებულ „ხელშეკრულებას“ და ვალდებული იქნებით მის ფარგლებში.

         1.7.          თქვენ აცნობიერებთ, რომ ამ „ხელშეკრულებით“ დაგეკისრებათ ვალდებულება „ჩვენს“ მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი „სერვისით“ სარგებლობისთვის. თუ არ ეთანხმებით „ხელშეკრულების“ რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ „აპლიკაცია“ და არ ისარგებლოთ რომელიმე მომსახურებით.

         1.8.          თქვენი წვდომა „აპლიკაციაზე“ და მომსახურებაზე განისაზღვრება მხოლოდ გეფა-ს შეხედულებისამებრ.

         1.9.          „ხელშეკრულება“ შედგენილია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.     გამოყენების პირობები

         2.1.          უნდა 18 წლის ან უფროსი ასაკის იყოთ, რომ დარეგისტრირდეთ, მიიღოთ „სერვისები“  ან ნებისმიერი ფორმით გამოიყენოთ „აპლიკაცია“. დარეგისტრირებით,  და „აპლიკაციის“ გამოყენებით ან ამ „ხელშეკრულების“ მიღებით, თქვენ უცხადებთ და გარანტიას აძლევთ GPC-ს, რომ ხართ 18 წლის ან უფროსი ასაკის, და გაქვთ უფლება, უფლებამოსილება და შესაძლებლობა, გამოიყენოთ “აპლიკაცია“ და „სერვისები“, რომლებიც ხელმისაწვდომია „აპლიკაციის“ საშუალებით, აგრეთვე თანხმდებით შეასრულოთ ეს „ხელშეკრულება“.

2.2.          მომხმარებელს აპლიკაციაში შესვლა შეუძლია როგორც მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, ისე თითის ანაბეჭდის (Fingerprint) IOS-ის და ანდროიდის შემთხვევაში ან სახის გამოსახულების (FaceID) გამოყენებით IOS-ის შემთხვევაში.

2.3.          მომხმარებელი თავად ირჩევს სურს თუ არა Fingerprint-ის და FaceID-ის ფუნქციების გამოყენება. გარდა ამისა მას შეუძლია ნებისმიერ დროს აპლიკაციიდან გამორთოს აღნიშნული ფუნქციები და აპლიკაციაში შევიდეს მხოლოდ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით.

2.4.          იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი აპლიკაციაში შესვლისას მონიშნავს „დამიმახსოვრეს“, ან გაააქტიურებს FaceID-ის ან TouchID-ის, ის აპლიკაციაში შესული (logged in) დარჩება 30 დღის განმავლობაში, აპლიკაციის გამორთვის მიუხედავად. 30 დღის შემდეგ მას მოუწევს ხელახლა შეიყვანოს პაროლი ან შევიდეს აპლიკაციაში FaceID-ის ან TouchID-ის საშუალებით, თუ რომელიმე მათგანი გააქტიურებული ჰქონდა. 

3.     გამოყენების პირობები

    3.1.     საბოლოო მომხმარებლის ანგარიშის და მონაცემების კონფიდენციალურობა

3.1.1    ტერმინები „პერსონალური ინფორმაცია“ და „მონაცემთა განსაკუთრებული კატეგორიები“ განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ასახულია „მონაცემთა დასცვის პოლიტიკაში“ (https://www.gepha.com/terms).

3.1.2    მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს და გაიაზროს „კონფიდენციალურობის პოლიტიკა,“ რათა მისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ცნობილი გახდეს:

3.1.2.1       ინფორმაციის შეგროვების ფაქტი;

3.1.2.2       ინფორმაცის შეგროვების მიზანი;

3.1.2.3       ინფორმაცის შეგროვების და შენახვის ხასიათი; და

3.1.2.4       მომხმარებლების სხვადასხვა უფლებები ამგვარ ინფორმაციასთან მიმართებაში.

3.1.3    მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარ ანგარიშზე წვდომის ინფორმაციის და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე, თუ მომხმარებელი დარეგისტრირებულია „აპლიკაციაში“. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის და პაროლის ყველა გამოყენებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს ავტორიზებული მომხმარებლის მიერ. მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გეფა-ს თავისი ნებისმიერი ანგარიშის ან პაროლის ფაქტობრივი ან სავარაუდო უნებართვო გამოყენების შესახებ. ამასთან ერთად, გეფა არ იქნება პასუხისმგებელი ზარალისთვის, რომელიც თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენებით მოგადგებათ, თქვენ კი შეიძლება პასუხისმგებლობა დაგეკისროთ გეფა-ს ან სხვა რომელიმე მხარის ზარალის გამო, შესაბამისი ვითარების მიხედვით, რომელიც თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენების გამო წარმოიშობა.

3.1.4    თუ მომხმარებლის მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია, მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრული გახდება), ან გეფა-ს დამაჯერებელი საფუძველი აქვს, ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ასეთი ინფორმაცია მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრულია, გეფა-ს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეწყვიტოს მომხმარებლის „მომსახურება“.

3.2                    სიის შედგენილობა და ინფორმაციის გავრცელება

3.2.1        გეფა პირდაპირ ან არაპირდაპირ აგროვებს და „აპლიკაციაში“ აფიქსირებს შესაბამის ინფორმაციას მედიკამენტებისა და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ. გეფა გონივრულ ძალისხმევას მიმართავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის ხშირი განახლება უზრუნველყოს.

3.2.2        მომსახურების გაწევა გეფა-ს ან მისი ნებისმიერი მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება „როგორც არის” და „როგორც ხელმისაწვდომია” საფუძველზე, ყოველგვარი გარანტიებისა და პირობების გარეშე (პირდაპირ მითითებული ან ნაგულისხმევი, მათ შორის, კომერციული ფასეულობის,  სიზუსტის, კონკრეტული მიზნისთვის გამოსადეგობის, ქონებრივი უფლების, დაურღვევლობის გარანტიები, რომლებიც წარმოიშვება კანონის შესაბამისად ან სხვაგვარად კანონიერი გზით, საქმიანი ურთიერთობის პროცესში, გამოყენების ან ვაჭრობის დროს). გეფა არ აკეთებს რაიმე სახის განცხადებას და არ იძლევა   გარანტიას, აშკარას ან ნაგულისხმევს, „აპლიკაციასთან“ და „სერვისებთან“ დაკავშირებით. გეფა არ იძლევა გარანტიას „აპლიკაციაში“ მომხმარებლების მიერ მოწოდებული ნებისმიერი „კონტენტის“ ან ინფორმაციის სისწორეზე. კანონით მაქსიმალურად გათვალისწინებული ხარისხით გეფა უარყოფს ყველა სახის პასუხისმგებლობას, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებლის მიერ „აპლიკაციის“ გამოყენებიდან ან მასზე დაყრდნობიდან, სხვა მომხმარებლების მიერ მიღებული „სერვისებიდან“, გაკეთებული განცხადებებიდან და წარმოდგენილი გარანტიებიდან, აგრეთვე მომხმარებლების მიერ „აპლიკაციაში“ მოწოდებული „კონტენტიდან“ ან ინფორმაციიდან, ან რაიმე მოსაზრებიდან ან შეთავაზებიდან, რომელსაც გეფა ან რომელიმე მომხმარებელი იძლევა ან გამოთქვამს რომელიმე მომხმარებლის ან ამ მომხმარებლის მიერ უზრუნველყოფილი „სერვისის“ შესახებ.

3.2.3        „აპლიკაცია“ შეიძლება დაკავშირებული იყოს მესამე მხარეების, ფილიალების და ბიზნესპარტნიორების სხვა „აპლიკაციებთან“. გეფა არ აკონტროლებს და პასუხისმგებელი არ არის ამგვარი „აპლიკაციების“ ან მათ მიერ/მათი მეშვეობით უზრუნველყოფილ „კონტენტზე“, სიზუსტეზე, სანდოობაზე, საიმედოობაზე, ხარისხზე. ნებისმიერი ბმულის ჩართვა „აპლიკაციაში“ არ ნიშნავს, რომ გეფა მხარს უჭერს აღნიშნულ ბმულით დაკავშირებულ საიტს. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი რისკის ფასად გამოიყენოს აღნიშნული ბმულები და  „სერვისები”.

3.2.4        გეფა არ არის და არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანის ან ვირუსის გამო, რომლითაც შეიძლება მომხმარებლის მოწყობილობები დაინფიცირდეს მომხმარებლის მიერ „აპლიკაციის“ წვდომის და გამოყენების, ან „აპლიკაციიდან“ რაიმე მასალის, მონაცემების, ტექსტის, სურათების, ვიდეო ან აუდიო „კონტენტის“ ჩამოტვირთვის გამო. თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა „აპლიკაციით“, მისთვის ერთადერთი გამოსავალია „აპლიკაციის“ გამოყენების შეწყვეტა.

3.2.5        თუ გეფა დაადგენს, რომ მას თაღლითური, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია მიაწოდეთ, მათ შორის უკუკავშირის საშუალებით, გეფა-ს უფლებას იტოვებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თქვენი წვდომა „აპლიკაციაზე“ ან თქვენს ნებისმიერ ანგარიშზე გეფა-სთან და ისეთი შინაარსის განცხადებას გააკეთებს თქვენი სახელის გასწვრივ, როგორც ეს განსაზღვრულია გეფა-ს მიერ საკუთარი ბიზნესის და მომხმარებლის ინტერესების დასაცავად. ვალდებული იქნებით, აუნაზღაუროთ გეფა-ს თქვენი არასწორი განცხადებების ან თაღლითური გამოხმაურების შედეგად მიყენებული ზარალი, რამაც უარყოფითად იმოქმედა გეფა-ზე ან მის მომხმარებლებზე.

3.3      „კონტენტის“ საკუთრების უფლება და საავტორო უფლებები წვდომის დროს

3.3.1        „აპლიკაციაში“ მითითებული „კონტენტი“ მოიცავს:

●       თქვენს სახელს და გვარს;

●       მოწყობილობას, რომელსაც „აპლიკაციისთვის“ იყენებთ;

●       ქალაქს და ქვეყანას, სადაც ცხოვრობთ;

●       საკონტაქტო მონაცემებს (ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი);

●       დემოგრაფიულ ცნობებს(სქესი, დაბადების თარიღი);

●       პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერს, საბუთის გამცემ ქვეყანას;

●       თითის ანაბეჭდს (Fingerprint) და სახის გამოსახულებას (FaceID);

●       ინფორმაციას თქვენს მიერ „სერვისების“ გამოყენების შესახებ, „სერვისების“ გამოყენების გზით თქვენს მიერ ან თქვენთან დანიშნული შეხვედრების ისტორიას;

●       დაზღვევის შესახებ ინფორმაციას (როგორიც არის თქვენი სადაზღვევო კომპანია,სადაზღვევო პოლისის შინაარსი, დაზღვევის საგარანტიო წერილები, დაზღვევის გეგმა);

●       ინფორმაციას აფთიაქისადმი ერთგულების ან ერთგული მომხმარებლის ბარათის შესახებ;

●       ჯანმრთელობის მონაცემებს - მაგალითად, რეცეპტებს, მედიკამენტებს,

●       სადებეტო / საკრედიტო ბარათის ნომრის პირველ 6 და ბოლო 4 ციფრს, ბარათის მფლობელის სახელს და გვარს და ტრანზაქციის უნიკალურ კოდს;

●       GPC-ს საშუალებით შეძენილი “სერვისები”ს / პროდუქტების საფასურის გადახდის ოპერაციებს;

●       სხვა ინფორმაციას, რომელიც ნებაყოფლობით მოგვაწოდეთ  (მაგალითად, ფოტო, სიმაღლე, წონა, ალერგიები, სისხლის ჯგუფი და ა.შ.);

●       ინფორმაცია, რომელიც გეფა-მ უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით შეაგროვა მომხმარებლებისგან  , გეფა-ს ეკუთვნის. გეფა-ს მიერ „აპლიკაციაში“ გამოქვეყნებული და საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის კოპირება ნებისმიერი კომერციული მიზნისთვის ან მოგების მისაღებად, საავტორო უფლებების დარღვევა იქნება და გეფა დაიცავს თავის უფლებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.3.2     GPC უფლებას აძლევს მომხმარებელს დაათვალიეროს და წვდომა ჰქონდეს „აპლიკაციაში“ ან „აპლიკაციის“ საშუალებით ხელმისაწვდომ „კონტენტზე“ მხოლოდ ამ „ხელშეკრულების“ შესაბამისად შეკვეთის განთავსების, მიღების, მიწოდების და კომუნიკაციის მიზნით. „აპლიკაციის“ „კონტენტი“, ინფორმაცია, ტექსტი, გრაფიკული მასალა, სურათები, ლოგოები, ღილაკების პიკტოგრამები, პროგრამული კოდები, დიზაინი, და „აპლიკაციაზე“ „კონტენტის“ შეგროვება, განთავსება და შეკრება (ერთობლივად, „GPC-ს კონტენტი”) გეფა-ს საკუთრებას წარმოადგენს და დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სასაქონლო ნიშნის და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად. მომხმარებელმა არ უნდა შეცვალოს GPC-ს „კონტენტი“ ან რაიმე ფორმით მოახდინოს მისი რეპროდუცირება, გამოფენა, საჯაროდ გამოქვეყნება, დისტრიბუცია ან სხვაგვარად გამოყენება, საზოგადოებრივი ან კომერციული მიზნებისათვის, ან პირადი სარგებლის მისაღებად.

3.4                    მედიკამენტების შეძენა

3.4.1        მედიკამენტების (იგულისხმება ასევე სხვა სააფთიაქო პროდუქტი) ყიდვის პროცესი იწყება მედიკამენტების პაკეტის ძებნის ფუნქციის გამოყენებით. მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ მედიკამენტებს, შემდგომ ირჩევს საბანკო ბარათს, რომლითაც სურს შეკვეთის საფასურის გადახდა.

3.4.2        მედიკამენტები იყიდება სტანდარტული ფასებით (არ არის გათვალისწინებული ყოველკვირეული აქციები და ლოიალობის ბარათის ფასდაკლებები). ყიდვისას მომხმარებელი ხედავს, რომელი მედიკამენტი საჭიროებს რეცეპტს და რომელი არა.

3.4.3        ყიდვის დადასტურებისას შეკვეთის ინფორმაცია გადაეცემა აფთიაქს. აფთიაქს ამ ეტაპზე არ გადაეცემა მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია.

3.4.4        ვინაიდან GPC-ს ბაზაში არსებული მონაცემები განახლებადია მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით და მასში მყისიერად არ ისახება აფთიაქის საწყობში განხორციელებული ცვლილებები, გეფა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ შეკვეთაში მითითებული მედიკამენტები ნამდვილად იქნება მარაგში.

3.4.5        შემდეგი ნაბიჯია მედიკამენტების ნაშთის გადამოწმება აფთიაქის ელექტრონულ ბაზაში. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მომხმარებლის მიერ მითითებული რაოდენობები სრულად არ იძებნება აფთიაქში ან მომხმარებლის მიერ არჩეული რომელიმე მედიკამენტის ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები. ორივე შემთხვევაში GPC მობილური აპლიკაცია ატყობინებს (ნოტიფიკაციით) მომხმარებელს რომ ა) მედიკამენტი არასრულადაა მარაგში ბ) მედიკამენტის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 თვე.

3.4.6        თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი რომელიმე მედიკამენტი არასრულადაა მარაგში ან ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, GPC მობილური აპლიკაცია ეკითხება მომხმარებელს სურს თუ არა შეკვეთის გაფორმება, მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა. მომხმარებელს პასუხის გასაცემად ეძლევა 1 საათი. თუ მომხმარებელი ამ დროის განმავლობაში პასუხს არ დააფიქსირებს, GPC ავტომატურად აუქმებს შეკვეთას და სრულად უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას.

3.4.7        შემდეგ ეტაპზე შეკვეთის შესახებ ინფორმაცია მისდის კონკრეტული აფთიაქის ფარმაცევტს, რის შემდეგაც ის ახდენს შეკვეთაში არსებული მედიკამენტების მოძიება/შეგროვებას. თუ ფარმაცევტმა აღმოაჩინა, რომ საწყობში არასრულად არის წარმოდგენილი რომელიმე მედიკამენტი, ის ამის შესახებ ატყობინებს GPC-ს სისტემას. GPC თავის მხრივ ამის შესახებ ნოტიფიკაციით ატყობინებს მომხმარებელს და ეკითხება სურს თუ არა შეკვეთის გაფორმება, მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა. მომხმარებელს პასუხის გასაცემად ეძლევა 2 საათი. თუ მომხმარებელი ამ დროში პასუხს არ დააფიქსირებს GPC მობილური აპლიკაცია ავტომატურად აუქმებს შეკვეთას და უბრუნებს მომხმარებელს გადახდილ თანხას სრულად.

3.4.8        შეკვეთილი მედიკამენტების პაკეტი ინახება აფთიაქში მომხმარებლისთვის შეკვეთიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ მომხმარებელი არ გამოცხადდა ამ პერიოდის განმავლობაში შეკვეთილი მედიკამენტების წასაღებად, შეკვეთა უქმდება, ფარმაცევტი აბრუნებს ყველა მედიკამენტს საწყობში და მომხმარებელს არ უბრუნდება გადახდილი თანხა.

3.4.9        მედიკამენტების პაკეტის გასატანად მისული მომხმარებელი ან კურიერი ატყობინებს ფარმაცევტს მისი შეკვეთის კოდს, რის შედეგადაც ფარმაცევტი მას გადასცემს შეკვეთას.

3.4.10     საკურიერო მომსახურების შემთხვევაში გეფა არ არის პასუხისმგებელი აფთიაქიდან გასული პაკეტის დროულ და უნაკლო მიტანაზე მომხმარებელთან, აღნიშნულზე სრულად პასუხისმგებელია შესაბამისი საკურიერო მომსახურების მიმწოდებელი.

3.5                    პრომო კოდების გამოყენება მედიკამენტების შეძენისას

3.5.1        მედიკამენტების შეძენისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს პრომო კოდები.

3.5.2        ერთი შეკვეთის დროს შესაძლებელია ერთი პრომო კოდის გამოყენება. პრომო კოდის ჩაწერა შესაძლებელია იმავე გვერდზე, სადაც მომხმარებელი ირჩევს ბარათს და აჭერს ღილაკს „გადახდა“.

3.5.3        პრომო კოდის შეყვანის შემდეგ, შესაბამისი პროდუქტების ღირებულებას გამოაკლდება აღნიშნული კოდით გათვალისწინებული ფასდაკლების თანხა.

3.5.4        მომხმარებლები პრომო კოდებს მიიღებენ სმს შეტყობინების ან სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

3.5.5        პრომო კოდი შეიძლება ვრცელდებოდეს პროდუქტების კონკრეტულ კატეგორიებზე ან ქვეკატეგორიებზე და კონკრეტულ პროვაიდერ აფთიაქებში. შესაბამისად, პრომო კოდი შეიძლება ვრცელდებოდეს ერთ ან მეტ პროდუქტზე.

3.5.6        პრომო კოდით შეიძლება პროდუქციას აკლდებოდეს ფიქსირებული თანხა ან პროცენტი.

3.5.7        ფიქსირებული თანხის ფასდაკლების პრომო კოდის გამოყენების შემთხვევაში, თუ პრომო კოდის თანხა აღემატება კალათაში არსებული, ფასდაკლებას დაქვემდებარებული პროდუქტების ღირებულებას, მომხმარებელს სრულად დაეფარება ამ პროდუქციის ღირებულება, თუმცა პრომო კოდზე დარჩენილ ფასდაკლების თანხას ვეღარ გამოიყენებს, რადგან ერთი პრომო კოდის გამოყენება მხოლოდ ერთ შეკვეთაზე ხდება.

3.5.8        პროცენტის ფასდაკლების პრომო კოდის შემთხვევაში, კალათაში არსებულ, ფასდაკლებას დაქვემდებარებულ ყველა პროდუქტს დააკლდება პრომო კოდზე მითითებული პროცენტი.

3.5.9        პროცენტიან პრომო კოდზე შესაძლებელია არსებობდეს ლიმიტიც და მომხმარებელი ვერ შეძლებს გარკვეული ფიქსირებული თანხის გადაჭარბებას ფასდაკლების დროს.

3.5.10     ზოგიერთი აქცია ითვალისწინებს შეზღუდვას, რომ ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი პრომო კოდის გამოყენების უფლება ქონდეს ამ ერთი აქციის ფარგლებში.

3.5.11     თუ კალათაში რამდენიმე პროდუქტია, რომლებიც ექვემდებარება ფასდაკლებას, პრომო კოდის თანხები ჩამოაკლდება პროდუქტებს კალათაში არსებული თანმიმდევრობით.

3.5.12     თუ მომხმარებელი გააუქმებს შეკვეთას პროდუქციის არასრული ნაშთის გამო, მაშინ ამ შეკვეთაზე გამოყენებული პრომო კოდი აღდგება და მომხმარებელი შეძლებს მის გამოყენებას ახალ შეკვეთაზე.

3.6                    მიმოხილვა და უკუკავშირი

3.6.1        ამ „აპლიკაციის“ გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, გაზიარებული თქვენსა და გეფა-ს ან /პროვაიდერს შორის ექვემდებარება ჩვენს „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“.

3.6.2        მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი  იმ „კონტენტისთვის“, რომელსაც თქვენ წარადგენთ „აპლიკაციაში” გამოსაქვეყნებლად, ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროფესიონალებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასებისა და მიმოხილვის ჩათვლით. გეფა-ს როლი მიმოხილვების გამოქვეყნებაში შემოიფარგლება მხოლოდ შუამავლის ფუნქციით. გეფა თავიდან იცილებს ნებისმიერ პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ მოწოდებულ „კონტენტთან“ დაკავშირებით, მათ შორის რეიტინგებისა და მიმოხილვების ჩათვლით, და მისი როლი ამ შინაარსთან მიმართებაში გამოიხატება მხოლოდ შუამავლობით. გეფა არ არის ვალდებული ყურადღება მიაქციოს თავის რომელიმე პლატფორმაზე ნებისმიერი მომხმარებლის მიერ „კონტენტის“ ხელახლა გამოქვეყნების ფაქტს.

3.6.3        „აპლიკაციაში“ თქვენი მიმოხილვებისა და შეფასებების გამოქვეყნება ამ პირობების მე-4 პუნქტით რეგულირდება. მე-4 პუნქტში მითითებული დეტალური პირობების შეუზღუდავად, თქვენ ამით თანხმდებით, რომ არ განათავსებთ ან გამოაქვეყნებთ „აპლიკაციაში” რაიმე „კონტენტს“, რომელიც ა) არღვევს მესამე მხარის ინტელექტუალურ საკუთრებას ან რეპუტაციას ან კონფიდენციალურობის უფლებებს, ან (ბ) არღვევს რაიმე მოქმედ კანონს ან რეგულაციას. გეფა-ს, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია არ გამოაქვეყნოს თქვენი მიმოხილვა და გამოხმაურებები, თუ ეს მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით, და პირობების მე-4 პუნქტის შესაბამისად. ასევე თანხმდებით, რომ გეფა შეიძლება დაგიკავშირდეთ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა ელექტრონული საშუალებით, შემდეგი მიზნებისათვის:

3.6.3.1    გამოხმაურების/უკუკავშირის მისაღებად „აპლიკაციასთან“ ან გეფა-ს „სერვისებთან“ დაკავშირებით; და/ან

3.6.3.2    თქვენი შეფასებების თუ მიმოხილვის გამო რაიმე საჩივართან, ინფორმაციასთან ან შეკითხვასთან დაკავშირებით; და/ან

3.6.3.3    შესაბამისი „სერვისების“ მისაღებად; და

3.6.3.4    თანხმდებით, რომ ამგვარი კომუნიკაციის შემთხვევაში მაქსიმალურად ითანამშრომლებთ გეფა-სთან.

3.7                    სამედიცინო ინფორმაცია

3.7.1        ეს არის მედიკამენტების, ფარმაცევტული და არა ფარმაცევტული პროდუქციის, კოსმეტიკა, ბავშვთა კვება, სამედიცინო მოწყობილობები და ა.შ              პროდუქტების შესახებ ინფორმაციის წყარო და კონცენტრირებულია ამგვარი ინფორმაციის გასაგებად საჭირო ცნობების (მნიშვნელოვანი ან სხვაგვარი) მიწოდებაზე, რაც მოიცავს, მაგრამ არა მხოლოდ:

3.7.1.1    კომპონენტებს ან ელემენტებს, რომლებიც გამოიყენება ამგვარი მედიკამენტების ან / და სამკურნალო პროდუქტების წარმოებაში;

3.7.1.2    გვერდით მოვლენებს, რომლებიც შეიძლება გამოწვეული ან წარმოქმნილი იყოს მედიკამენტების ან / და სამკურნალო პროდუქტების გამოყენების გამო;

3.7.1.3    ალტერნატიულ მედიკამენტებს / სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული ტიპის ან კატეგორიის სამკურნალო საშუალებებში / სამკურნალო პროდუქტებში;

3.7.1.4    სიმპტომებს და მათთან დაკავშირებულ მედიკამენტებს/სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზოგადად ინიშნება ასეთ შემთხვევებში.

3.7.2        თქვენთვის გასაგებია, რომ ამ მახასიათებლით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია არ არის გამიზნული კლინიკური რჩევების შემცვლელად, და მათ არ უნდა დავეყრდნოთ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. აქვე გაცნობებთ, რომ სამკურნალო საშუალებების ან/და სამკურნალო პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, აგრეთვე რეგიონების მიხედვით და, შესაბამისად, აქ გამოქვეყნებული ინფორმაცია/„კონტენტი“ არის საქართველოსთვის სპეციფიკური და გეფა არ არის პასუხისმგებელი „კონტენტის“ გამოსადეგობაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ. გეფა გვაწვდის აქ ინფორმაციას „როგორც არის” საფუძველზე და არა იმ განზრახვით, რომ ჩაანაცვლოს კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმთან.

3.7.3        გეფა-მ კომერციულად გონივრული ძალისხმევა გამოიყენა ინფორმაციის მისაღებად სანდო მონაცემთა ბაზებიდან, თუმცა, თქვენთვის გასაგებია, რომ ამ მახასიათებლით გათვალისწინებული ინფორმაცია მოტანილია ღია წყაროების პლატფორმებიდან და მესამე მხარის საიტებიდან/კვლევის დასკვნებიდან. გეფა არ არის პასუხისმგებელი ან რამენაირად ვალდებული ინფორმაციის სისწორის, ან მასში არსებული შეცდომების, ხარვეზების ან უზუსტობების გამო, განურჩევლად იმისა, თუ რა მიზეზი აქვს ამგვარ შემთხვევას, ან ამის შედეგად დამდგარ რაიმე შედეგს. ნებისმიერი მედიკამენტის ან/და სამკურნალო პროდუქტის ჩართვა ან გამორიცხვა არ ნიშნავს იმას, რომ გეფა მხარს უჭერს ან უარყოფს ამა თუ იმ მედიკამენტის ან/და აქ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალების გამოყენებას.

3.7.4        გესმით, რომ აქ მოცემული ინფორმაცია მედიკამენტებზე ან/და სამკურნალო პროდუქტებზე, არ წარმოადგენს შეთავაზებას ან რჩევას, რომ თქვენც  იგივე გამოიყენოთ. ამ მოყვანილი მედიკამენტებისა და / ან სამკურნალო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია არ უნდა გამოიყენებოდეს თვითმკურნალობის მიზნით. სასურველია, რომ ყოველთვის გაიაროთ ექიმის კონსულტაცია, სანამ აქ მოცემული ინფორმაციით გადაწყვეტთ სარგებლობას.

4  „კონტენტთან“ დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები

4.1      ამით გეფა აცნობებს მომხმარებლებს, რომ მათ არ აქვთ უფლება განათავსონ, გამოაჩინონ, ატვირთონ, შეცვალონ, გამოაქვეყნონ, გადასცენ, განაახლონ ან გააზიარონ ინფორმაცია, რომელიც:

4.1.1        სხვა პირს ეკუთვნის და მასზე მომხმარებელს უფლება არ აქვს;

4.1.2        არის უაღრესად საზიანო, შეურაცხმყოფელი, მკრეხელური, ცილისმწამებლური, უხამსი, პორნოგრაფიული, პედოფილური, სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემლახველი, სიძულვილის გამომხატველი, ან რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით მიუღებელი, დამამცირებელი, ფულის გათეთრების ან აზარტული თამაშების წამახალისებელი და ხელშემწყობი, ან ნებისმიერი სახით არაკანონერი;

4.1.3        ზიანს აყენებს არასრულწლოვნებს რაიმე ფორმით;

4.1.4        არღვევს პატენტის, სასაქონლო ნიშნის, საავტორო უფლებების ან საკუთრების სხვა უფლებას;

4.1.5        არღვევს ნებისმიერ ამჟამად მოქმედ კანონს;

4.1.6        ატყუებს ან შეცდომაში შეჰყავს ადრესატი ამგვარი შეტყობინებების წარმოშობასთან დაკავშირებით ან იძლევა რაიმე ინფორმაციას, რომელიც შეურაცხმყოფელია ან საფრთხის შემცველი;

4.1.7        სხვა პირის სახელით მოქმედებს;

4.1.8        შეიცავს პროგრამულ ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, რომლებიც შექმნილია კომპიუტერული რესურსის ფუნქციონირების შეფერხების, განადგურების ან შეზღუდვის მიზნით;

4.1.9        საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთიანობას, მთლიანობას, თავდაცვას, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს, მეგობრულ ურთიერთობებს უცხო სახელმწიფოებთან, ან საზოგადოებრივ წესრიგს ან ახდენს რაიმე დასჯადი დანაშაულის ჩადენის სტიმულირებას, ან ხელს უშლის რაიმე დანაშაულის გამოძიებას, ან შეურაცხყოფს რომელიმე სხვა ერს.

4.2      მოხმარებლებს ასევე ეკრძალებათ:

4.2.1        GPC-ს „კონტენტის“ მთლიანობის ან უსაფრთხოების დარღვევა ან ამის მცდელობა;

4.2.2        ნებისმიერი ინფორმაციის (სამუშაო ადგილის, შეტყობინებების და ჰიპერბმულის ჩათვლით) განთავსება „აპლიკაციაში“ ან მისი მეშვეობით, რაც ხელისშემშლელია ან კონკურენტულია გეფა-ს მიერ მომსახურების მიწოდებასთან მიმართებაში;

4.2.3        „აპლიკაციაში” არასრული, ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის განთავსება;

4.2.4        სხვა მომხმარებლებთან არასასურველი კომუნიკაციების დამყარება;

4.2.5        ნებისმიერი ძრავის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელსაწყოს, აგენტის ან სხვა მოწყობილობის ან მექანიზმის გამოყენებით (მაგალითად, სპაიდერები, რობოტები, ავატარები ან ინტელექტუალური აგენტები) „აპლიკაციაში” ნავიგაციის ან ძიების მიზნით;

4.2.6        „აპლიკაციის“ ნებისმიერი ნაწილის გაშიფვრის, დაშლის, ან უკუღმა აწყობის მცდელობა;

4.2.7        ნებისმიერი ფორმით კოპირება ან დუბლირება GPC-ს ნებისმიერი კონტენტის ან აპლიკაციიდან ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის მისაღებად;

4.2.8        GPC-ს ნებისმიერი კონტენტის კადრირება, ცხელი ან ღრმა ბმულების გამოყენება;

4.2.9        პროგრამული უზრუნველყოფის ციფრული უფლებების მართვის, გამოყენების წესების ან უსაფრთხოების სხვა მახასიათებლების გვერდის ავლა ან გამორთვა.

4.3      მას შემდეგ, რაც გეფა თავად მოიპოვებს ან დაზარალებული პირისგან მიიღებს ზემოხსენებულიდან რომელიმე ინფორმაციას, ის უფლებამოსილია გათიშოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება 4.1 და 4.2 პუნქტებს. ამასთან გეფა უფლებამოსილია შეინახოს ამგვარი ინფორმაცია და თანმხლები ჩანაწერები, სულ მცირე, 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, სამთავრობო უწყებებისთვის გადასაცემად, თუ გამოძიების მიზნებისათვის.

4.4      მომხმარებლის მიერ მოქმედი კანონების, წესების ან დებულებების ან „ხელშეკრულების“ („კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ ჩათვლით) შეუსრულებლობის შემთხვევაში, გეფა-ს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ „აპლიკაციაზე“ წვდომის ან გამოყენების უფლებები და „სერვისები“ და / ან მოაშოროს არასასურველი ინფორმაცია „აპლიკაციიდან.“

4.5      გეფა-ს შეუძლია გაამჟღავნოს ან გასცეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება მოეთხოვება კანონით, ან ზედამხედველობის ორგანოს/უწყების თუ სამართალდამცავი ორგანოს მიერ, ან როდესაც გეფა, თავისი შეხედულებისამებრ, საჭიროდ თვლის, რომ დაიცვას თავისი ან სხვისი უფლებები, თავიდან აიცილოს რომელიმე პირის ან ქონების ზიანი, შეებრძოლოს თაღლითობას და საკრედიტო რისკს, უზრუნველყოს წინამდებარე პირობების შესრულება ან გამოყენება.

4.6      გეფა პატივს სცემს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და წინააღმდეგია ინტელექტუალური საკუთრების რაიმე უფლების ნებისმიერი დარღვევის.

5  შეწყვეტა

5.1      გეფა უფლებას იტოვებს შეტყობინების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა „აპლიკაციაზე“ და „სერვისებზე“ და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც:

5.1.1        მომხმარებელი არღვევს ამ „ხელშეკრულების“ პირობებს;

5.1.2        მესამე მხარე აცნობებს თავისი რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ თქვენი „აპლიკაციის“ ან „სერვისების“ გამოყენების შედეგად;

5.1.3        გეფა ვერ შეძლებს მომხმარებლის მიერ გეფა-სთვის მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას ან ავთენტიფიკაციას;

5.1.4        გეფა-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ასეთი მომხმარებლის მხრიდან რაიმე უკანონო, თაღლითური ან შეურაცხმყოფელი საქმიანობის შესახებ; ან

5.1.5        გეფა-ს მიაჩნია, რომ მომხმარებლის ქმედებებმა შეიძლება მისი, სხვა მომხმარებლების ან გეფა-ს იურიდიული პასუხისმგებლობა გამოიწვიოს, ან რომ ისინი „აპლიკაციის“ ინტერესების საწინააღმდეგოა.

5.2      დროებით შეჩერებული, უსასრულოდ შეჩერებული ან შეწყვეტილი სტატუსი მომხმარებელს უკრძალავს „აპლიკაციის“ გამოყენებას იმავე ანგარიშით, სხვა ანგარიშით ან ხელახლა რეგისტრირებული ახალი ანგარიშით. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო შეწყვეტის შემდეგ, ასეთ მომხმარებელს აღარ უნდა ჰქონდეს წვდომა “აპლიკაციაში” დაცულ თავისივე მონაცემებზე, შეტყობინებებზე, ფაილებზე და სხვა მასალებზე. მომხმარებელი ვალდებულია, მუდმივად შენახული ჰქონდეს ინფორმაცია ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომელიც მას გაუწიეს, რომ შესაბამისობაში იყოს მომხმარებლის ჩანაწერების აღრიცხვის დადგენილ პროცესსა და პრაქტიკასთან.

5.3      თუ საკუთარი ანგარიშის წაშლა გსურთ, ამის გაკეთება შეგიძლიათ ჩვენს „სერვისების“ მხარდამჭერ გუნდთან დაკავშირებით მისამართზე: support@gpc.ge.

6  პასუხისმგებლობის შეზღუდვა

6.1      არავითარ შემთხვევაში, მათ შორის არც დაუდევრობით, და არა მხოლოდ, არც გეფა, არც მისი რომელიმე დირექტორი, ოფიცერი, თანამშრომელი, აგენტი, წარმომადგენელი (ერთობლივად, „დაცული პირები”) პასუხისმგებელი არ არის ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, საგანგებო, შემთხვევით, თანმდევ, ან ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ან პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება „აპლიკაციის“ გამოყენებას, ან გამოყენების შეუძლებლობას, „აპლიკაციას“ ან მასში შემავალ „კონტენტს“, მასალებს, ფუნქციებს და სერვისებს, მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიწოდებას „აპლიკაციის“ საშუალებით, დაკარგულ ბიზნესს ან დაკარგულ მომხმარებლებს. არავითარ შემთხვევაში დაცული პირები არ იქნებიან პასუხისმგებელი:

6.1.1        ნებისმიერ კონტენტზე, რომელიც განთავსებული, გადაცემული, გაცვლილი ან მიღებული იქნა ნებისმიერი მომხმარებლის ან სხვა პირის სახელით ან „აპლიკაციაზე“ ან მისი მეშვეობით;

6.1.2        თქვენს მიერ გადაცემული ინფორმმაციაზე თუ მონაცემებზე ნებისმიერ უნებართვო წვდომაზე ან მათ შეცვლაზე; ან

6.1.3        „მომსახურებასთან“ დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე.

7  შენარჩუნება და განადგურება

7.1 ჩვენ გვაქვს უფლება, შევინახოთ „თქვენი“ ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია „თქვენი“ „სერვისების“ ანგარიში და საჭიროა „თქვენთვის“ „სერვისების“ მოწოდება. ასეთ ინფორმაციას არ შევინახავთ იმ ვადაზე მეტ ხანს, რაც საჭირო იქნება იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ეს ინფორმაცია შესაძლოა კანონიერად გამოვიყენოთ ან სხვაგვარად მოითხოვდეს იმ დროს მოქმედი კანონი.

8  მოქმედი კანონმდებლობა და დავების მოგვარება

8.1      თქვენ ეთანხმებით, რომ წინამდებარე „ხელშეკრულება“ და ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულება გეფა-ს და მომხმარებელს შორის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

8.2      ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან ან მას ეხება, მათ შორის, წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ფარგლებს ან მიზანშეწონილობას, ან „აპლიკაციის“ ან იმ „სერვისების“ ან ინფორმაციის გამოყენებას, რომელზეც მას წვდომის საშუალება აქვს, განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სასამართლოების მიერ.

9  საკონტაქტო ინფორმაცია

9.1      თუ მომხმარებელს რაიმე შეკითხვები ექნება გეფა-სთან, წინამდებარე ხელშეკრულებასთან „მომსახურებასთან“ ან ზემოხსენებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, გეფა-ს მომხმარებელთა დახმარების მისაღებად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ელ.ფოსტის შემდეგი მისამართი: support@gpc.ge.

10            დანაწევრება

10.1   თუ საქართველოს შესაბამისი სასამართლოები „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულებას ბათილად მიიჩნევენ  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ აღნიშნული დებულება გამოირიცხება ხელშეკრულებიდან, ხოლო „ხელშეკრულების“ დარჩენილი ნაწილი განმარტებული იქნება ასეთი გამორიცხული დებულების გარეშე და ძალაში იქნება „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად; ამასთან, „ხელშეკრულება“ განმარტებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოქმედი კანონით დაშვებულთან მაქსიმალური შესაბამისობით ითვალისწინებდეს გამორიცხული დებულების მნიშვნელობასა და განზრახვას, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნული შესაბამისი სასამართლოების მიერ.

11            უარი

11.1   წინამდებარე „ხელშეკრულების“ არც ერთი დებულება არ ჩაითვლება უარის თქმათ უფლებაზე და არც ერთი დარღვევა არ იქნება გამართლებული, თუკი ასეთი უარი ან თანხმობა წერილობითი ფორმით არ იქნება გაფორმებული გეფა-ს მიერ. გეფას-ს მხრიდან ნებისმიერი თანხმობა, ან უარის თქმა უფლებაზე თქვენს დარღვევასთან დაკავშირებით, აშკარა იქნება თუ ნაგულისხმევი, არ წარმოადგენს თანხმობას, ან უარს რაიმე სხვა ან მომდევნო დარღვევის შემთხვევაში.

„თქვენ“ წაკითხული გაქვთ წინამდებარე „პირობები“ და ეთანხმებით მათში მოცემულ ყველა დებულებას.

დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი