პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - mebendazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები → ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა
სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა. ტაბლეტები
1 ტაბლეტი შეიცავს 100მგ მებენდაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, საღებავი (Sunset Yellow Lake E 110), პოვიდონი, A ტიპის სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები
ენტერობიოზი, ტრიქურიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, ნეკატორიოზი და შერეული ჰელმინთოზები.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ ერთნაირი დოზით.
მახვილა ჭიებით ინვაზიის დროს შიგნით მისაღებად, ენიშნებათ 1ტაბ. 1-ჯერ, ხოლო სხვა ჰელმინთებით ინვაზიის დროს- 1ტაბ.
დილით და საღამოს, 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრობით. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მებენდაზოლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან არ არსებობს მონაცემები მისი უსაფრთხოების შესახებ.
ტაბლეტებს იღებენ მთლიანად, ღეჭავენ ან აწვრილმანებენ და უმატებენ საკვებს.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის.
მკურნალობიდან 3 კვირის შემდეგ ჰელმინთოზის ნიშნების აღმოჩენისას, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის განმეორებითი კურსი.
გვერდითი მოვლენები
ჭიების მასიური ინვაზიების დროს აღინიშნება: მუცლის არეში ტკივილი, დიარეა. იშვიათად- ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება), იშვიათად- კრუნჩხვები.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მებენდაზოლის მიმართ.
სიფრთხილე:
საყურადღებოა, რომ მებენდაზოლის დანიშვნისას რეკომენდებულ დოზაზე მეტი რაოდენობით, იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში მებენდაზოლს იყენებენ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აჭარბებს პრეპარატის გამოყენებით მიღებულ რისკს. ლაქტაციის დროს ინიშნება სიფრთხილით, ვინაიდან არ არის მონაცემები მის გამოყოფაზე რძესთან ერთად.
ჭარბი დოზირება
აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ჭარბი დოზირებისას იყენებენ ღებინების გამომწვევ, საფაღარათო საშუალებებს, აქტივირებულ ნახშირს.
მეტის ნახვა