საერთაშორისო დასახელება - lactobacillus reuteri+lactase შემადგენლობა: რაფინირებული და არარაფინირებული ზეითუნის ზეთი; საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები; ლიოფილიზირებული Lactobacillus reuteri DSM 26866, სიმინდის სახამებელი; ფერმენტი: ლაქტაზა; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი; სილიკონის დიოქსიდი. პროდუქტი განკუთვნილია ახალშობილებისა და ბავშვებისთვის; გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს რათა მიღწეულ იქნას არსებული ნალექის ნორმალური განაწილება; მიღებულ იქნას პირდაპირ ან შერეული ცივ სასმელებთან ერთად, მაგ. წვენთან ან რძესთან ერთად. რეკომენდებული დღიური დოზა : 6 წვეთი 1-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად; დღიური დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის; საკვები დანამატი არ გამოიყენება რაიმე სახის დიეტის ან ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად; მნიშვნელოვანია ბალანსირებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება; თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკებს: ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაში წვეთების მიღება უნდა მოხდეს 3 საათიანი შუალედის დაცვით. პიქტოგრამები შეფუთვაზე აჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნას პროდუქტი სწორად გამოყენებული. პიქტოგრამები ნიშნავს: ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს. გამოიყენეთ პირველი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში. უსაფრთხოების ზომები: თუ ბავშვი ალერგიული ან ჰიპერსენსიტიურია პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ, არ უნდა მოხდეს რეუტაზას წვეთების გამოყენება.