საერთაშორისო დასახელება - lactobacillus reuteri შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: 5 წვეთი შეიცავს 108 ცოცხალ Lაცტობაცილლუს რეუტერი -ის ბაქტერიას. დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი. ფარმაკოლოგიური მოქმედება: Lაცტობაცილლუს რეუტერი ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), არეგულირებს აირწარმოქმნას, რძემ- ჟავა ფერმენტები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებისა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში. Lაცტობაცილლუს რეუტერი გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის PH-სა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი. Lაცტობაცილლუს რეუტერი გრამ-დადებითი, ანაერობული, არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობით პათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის 3 სუბსტანციას: რეუტერინი _ ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი კომპონენტი;თრგუნავს სხ/სხ გრამ + და გრამ - ბაქტერიების ზრდას (მაგ: ეშერიხია, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, შიგელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და ა.შ.); რეუტერიციკლინი _ ხასათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით; რეუტერიცინი _ ბაქტერიოცინი, სპეციფიური ცილაა, რომელიც თრგუნავს პათოგენური ბაქტერიული შტამების სიცოცხლისუნარიანობას.
ჩვენება: უ ჩვილთა ნაწლავური კოლიკა უ ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა უ ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი) მიღების წესი და დოზირება: ბავშვები: სიცოცხლის პირველივე დღეებში 5 წვეთი დღეში 1-ჯერ (კვებისგან დამოუკიდებლად), წვეთები შეიძლება მიეცეს პირდაპირ ან სითხეში (წყალი/წვენი/რძე) გახსნილ მდგომარეობაში _ მაქსიმალური ტემპერატურა +37რჩ. აკრძალულია მიღება ცხელ სითხესთან ერთად ! მოზრდილები: 5 წვეთი დღეში 1-2-ჯერ. წვეთების მიღების წინ რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა! წვეთების მიღება შესაძლებელია ანტიბიოტიკებთან ერ- თად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! გვერდითი ეფექტები: დადგენილი არ არის. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. შენახვის პირობები: წვეთები ინახება მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას. ფლაკონი გახსნის შემდეგ მომდევნო 4 კვირა უნდა ინახებოდეს მაცივარში. შენახვის ვადა: 24 თვე. აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი: O.F.I. S.p.A. Euronatural, იტალია.