მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება ერთჯერადად. მისაღები დოზა დგინდება ინდივიდუალურად პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. რეკომენდებული დოზირება: პაციენტები 10 კგ-ზე ნაკლები წონის ჩ/ბავშვები - 1 ტაბ. სიროფი - 1 კოვზი 10-20 კგ წონის მქონე ბავშვები - 2 ტაბ. სიროფი 2 კოვზი 20-30 კგ წონის მქონე ბავშვები - 3 ტაბ. სიროფი 3 კოვზი 30-40 კგ წონის მქონე ბავშვები - 4 ტაბ.სიროფი 4 კოვზი 40-50 კგ წონის მქონე ბავშვები - 5 ტაბ. სიროფი 5 კოვზი 75 კგ-ზ ნაკლები წონის მქონე მოზრდილები 6 ტაბ.125 მგ , 3 ტაბ. 250მგ , სიროფი 6 კოვზი 75 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზრდილები 8 ტაბ. 125მგ , 4 ტაბ. 250მგ , სიროფი 8 კოვზი
ენტერობიოზისა და ასკარიდოზის მკურნალობისას პრეპარატი მიიღება ერთჯერადად რეკომენდებულ დოზებში, ენტერობიოზის მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს 3 კვირის შემდეგ პრეპარატის განმეორებითი მიღება. Necator americanis ინვაზიის ან Ancilostoma duodenale-თი ინვაზიის მძიმე ფორმის დროს (ეპიდემიის ზონაში) პრეპარატი მიიღება 2-3 დღის განმავლობაში 1 ან 2 მიღებაზე შემდეგი რეკომენდებული დოზით: პაციენტები სუსპენზია 6 წლამდე ასაკის ბავშვები 2 კოვზი/10 კგ წონაზე 6 წლის ასაკის ზევით ბავშვები 2 ტაბ/10 კგ სხეულის წონაზე 2 ტაბ/20 კგ 75 კგ წონის მქონე მოზრდილები 12 ტაბ.125 მგ 6 ტაბ. 250მგ 12 კოვზი 75 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზრდილები 8 ტაბ. 250მგ 16 კოვზი
Ancilostoma duodenale-თი ინვაზიის მსუბუქი ფორმის დროს (არა ეპიდემიის ზონაში) პრეპარატი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ დოზით 10 მგ/კგ-ზე.
გვერდითი მოვლენები: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება. ცნს-ის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ძილის დარღვევას. ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება გამონაყარი კანზე.
უკუჩვენებები: * მომატებული მგრძნობელობა პირანტელის ან სხვა ინგრედიენტების მიმართ; * მიასთენია; * ღვიძლის უკმარისობა.