Helmintox tab 250mg #3

Helmintox tab 250mg #3

France

ინოტერა ჩუზი
About Product
საერთაშორისო დასახელება -PYRANTEL
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები:
1 ტაბ.პირანტელი ............ 125 მგ
1 ტაბ.პირანტელი ............ 250 მგ
პერორალური სუსპენზია:
2.5 მლ პირანტელი ........... 125 მგ

ჩვენებები:
ასკარიდოზი;
ენტერობიოზი (მახვილა ჭიებით ინვაზია);
ანკილოსტომოზი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება ერთჯერადად. მისაღები დოზა დგინდება ინდივიდუალურად პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.
რეკომენდებული დოზირება:
პაციენტები
10 კგ-ზე ნაკლები წონის ჩ/ბავშვები - 1 ტაბ. სიროფი - 1 კოვზი
10-20 კგ წონის მქონე ბავშვები - 2 ტაბ. სიროფი 2 კოვზი
20-30 კგ წონის მქონე ბავშვები - 3 ტაბ. სიროფი 3 კოვზი
30-40 კგ წონის მქონე ბავშვები - 4 ტაბ.სიროფი 4 კოვზი
40-50 კგ წონის მქონე ბავშვები - 5 ტაბ. სიროფი 5 კოვზი
75 კგ-ზ ნაკლები წონის მქონე მოზრდილები 6 ტაბ.125 მგ , 3 ტაბ. 250მგ , სიროფი 6 კოვზი
75 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზრდილები 8 ტაბ. 125მგ , 4 ტაბ. 250მგ , სიროფი 8 კოვზი

ენტერობიოზისა და ასკარიდოზის მკურნალობისას პრეპარატი მიიღება ერთჯერადად რეკომენდებულ დოზებში, ენტერობიოზის მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს 3 კვირის შემდეგ პრეპარატის განმეორებითი მიღება. Necator americanis ინვაზიის ან Ancilostoma duodenale-თი ინვაზიის მძიმე ფორმის დროს (ეპიდემიის ზონაში) პრეპარატი მიიღება 2-3 დღის განმავლობაში 1 ან 2 მიღებაზე შემდეგი რეკომენდებული დოზით:
პაციენტები
სუსპენზია 6 წლამდე ასაკის ბავშვები 2 კოვზი/10 კგ წონაზე
6 წლის ასაკის ზევით ბავშვები 2 ტაბ/10 კგ სხეულის წონაზე 2 ტაბ/20 კგ
75 კგ წონის მქონე მოზრდილები 12 ტაბ.125 მგ 6 ტაბ. 250მგ 12 კოვზი
75 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზრდილები 8 ტაბ. 250მგ 16 კოვზი

Ancilostoma duodenale-თი ინვაზიის მსუბუქი ფორმის დროს (არა ეპიდემიის ზონაში) პრეპარატი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ დოზით 10 მგ/კგ-ზე.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება.
ცნს-ის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ძილის დარღვევას.
ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პირანტელის ან სხვა ინგრედიენტების მიმართ;
* მიასთენია;
* ღვიძლის უკმარისობა.
Show More
More Info
Brand
ინოტერა ჩუზი
Country
France
Generic
pyrantel
Dose
250მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
3
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page