შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: კლობეტაზოლი პროპიონატი-0,05გ.
ჩვენებები: კლობეტაზოლი წარმოადგენს მაღალი აქტივობის ტოპიკურ გლუკოკორტიკოსტეროიდს ადგილობრივი გამოყენებისთვის, განკუთვნილია მოზრდილ, ხანდაზმულ ადამიანებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად ანთებითი გამოვლინებებისა და ქავილის შესამსუბუქებლად დერმატოზების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მიმართ, კერძოდ: ფსორიაზი (გავრცელებული ბალთოვანი ფსორიაზის გარდა); ეგზემა (სხვადასხვა ფორმები); წითელი ბრტყელი ლიქენი; დისკოიდური წითელი მგლურა; კანის დაავადებები, რომლებიც რეზისტენტულია ნაკლებად აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მიმართ.
უკუჩვენებები: კლობეტაზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს: არანამკურნალები კანის ინფექციები; როზაცეა (ვარდისფერი ფერიმჭამელები); მარტივი ფერიმჭამელები; ქავილი ანთების გარეშე; პერიანალური და გენიტალური ქავილი; პირისირგვლივი დერმატიტი; დეროვაიტის გამოყენება უკუნაჩვენებია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დერმატოზების დროს, დერმატიტების ჩათვლით.
გამოყენების მეთოდი და დოზები: მალამო: ეფექტურია მშრალი, ლიქინფიცირებული და ქერცლოვანი დაზიანებისას. მოზრდილები, ხანდაზმულები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: უნდა წაესვას თხელი ფენის სახით და ფრთხილად შეიზილოს პრეპარატის საჭირო რაოდენობა კანის დაზიანებულ უბნებზე დღეში 1 ან 2-ჯერ გაუმჯობესების დადგომამდე, არაუმეტეს 4 კვირის გამავლობაში. შემდეგ გამოყენების სიხშირე უნდა გადაიხედოს ან მოხდეს გადასვლა ნაკლებად ძლიერი პრეპარატებით მკურნალობაზე.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, 15C-დან 25C -მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი, არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აღწერა: ერთგვაროვანი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გამჭვირვალე მალამო.
აფთიაქებიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.