- შესყიდვის პროცესის დასრულებით აცხადებთ თანხმობას მომსახურების/პროდუქტის მიღებაზე/შეძენაზე და ეთანხმებით დისტანციურად შეძენილი პროდუქტის წინამდებარე დაბრუნების წესს.
- თქვენ-მომხმარებელს, უფლება გაქვთ, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14 დღის ვადაში თქვათ უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე/შესყიდვაზე/მომსახურებაზე.
- დაბრუნების 14 დღიანი ვადის ათვლა იწყება პროდუქტის ნასყიდობის შემთხვევაში, პროდუქტის თქვენთვის ან თქვენს მიერ განსაზღვრული მესამე პირისათვის გადაცემის დღიდან (გარდა გადამზიდავისა), ხოლო მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში - ხელშეკრულების დადებიდან.
- პროდუქტის დაბრუნების გამონაკლისი შემთხვევები:
მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- მიწოდებული პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
- თქვენ მოგეწოდათ ჰერმეტულად დაცული პროდუქცია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად, პროდუქციის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო. აღნიშნული შემთხვევები ექვემდებარება ინდივიდუალურ განხილვას;
- მიწოდებულია მედიკამენტები;
- დაბრუნებას არ ექვემდებარება პროდუქცია/მომსახურება რომლის ღირებულებაც არ აღემატება 30 ლარს;
- "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული სხვა გამონაკლისი შემთხვევები.
შენიშვნა: დალუქული პროდუქტის შეძენის შემთხვევაში პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ განხორციელებულა პროდუქტისთვის ე.წ. ფირის, ლუქის, ჰოლოგრამის მოხსნა, არ დარღვეულა ჰერმეტულობა, პროდუქტს არ აღენიშნება მექანიკური ზემოქმედება / დაზიანება ან / და პროდუქტის იერსახე არ არის შეცვლილი.
- მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში მოვაჭრე უფლებამოსილია პროდუქცია შეცვალოს/ჩაანაცვლოს.
- პროდუქტის უპირობოდ დაბრუნება ხდება იმავე რეალიზაციის ობიექტში საიდანაც განხორციელდა შესყიდვა/შეკვეთა. მომხმარებელმა საკუთარი ხარჯით, რეალიზაციის ობიექტს დასაბრუნებელ პროდუქტთან ერთად უნდა წარუდგინოს შეკვეთის კოდი აპლიკაციიდან.