ოქროს ვარსკვლავი ინგასეპტი სპრეი ორალური 0.15% 30მლ ფლაკონი #1
ოქროს ვარსკვლავი ინგასეპტი სპრეი ორალური 0.15% 30მლ ფლაკონი #1

ოქროს ვარსკვლავი ინგასეპტი სპრეი ორალური 0.15% 30მლ ფლაკონი #1

ვიეტნამი

დანაფა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - benzydamine hydrochloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ოტორინოლარინგოლოგიაში

შემადგენლობა
1 საწუწნ ტაბლეტზე:
აქტიური ინგრედიენტი - ბენზიდამინ ჰიდროქლორიდი - 3 მგ
შემავსებლები: იზომალტოზა, მენთოლი, ასპარტამი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, პიტნის დანამატი, ლიმონის დანამატი, ქინოლინის ყვითელი ( E 104), ინდიგოტინი ( E 132).
- დოზირებული 0.15 % სპრეის 100 მლ-ზე:
აქტიური ინგრედიენტი - ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს – 0.15 გ
შემავსებლები: ეთილის სპირტი, გლიცეროლი, მეთილ-რ-ჰიდროქსიბენზოატი, მენთოლის დანამატი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლისორბატი 20, გაწმენდილი წყალი.
- ადგილობრივი გამოყენების ხსნარის 100 მლ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი - 0.15 გ
შემავსებლები: ეთილის სპირტი, გლიცეროლი, მეთილ-რ-ჰიდროქსიბენზოატი, მენთოლის დანამატი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლისორბატი 20, ქინოლინის ყვითელი ( E 104), დაპატენტებული ცისფერი V (E-131), გაწმენდილი წყალი.

ჩვენებები
ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:
- გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდის ჩათვლით);
- ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;
- კანდიდოზი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- კალკულოზური სანერწყვე ჯირკვლების ანთება.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- კბილების მკურნალობისა ან ამოღების შემდეგ;
- პაროდონტოზი;
ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია ტანტუმ ვერდეს გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

მიღების წესები და დოზები
საწუწნი აბები: 1 აბი 3-4 ჯერ/დღე-ღამეში. აბი უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში მის სრულ დადნობამდე (მეტი ეფექტისათვის სასურველია მაქსიმალურად დიდხანს).
ადგილობრივი გამოყენების ხსნარი: გამოიყენება პრეპარატის 15 მლ (1 სუფრის კოვზი) ყელისა თუ პირისღრუს გამოსავლებად ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ ტკივილის მოხსნის მიზნით. გამოვლების შემდეგ ხსნარი უნდა გადმოაფურთხოთ.
დოზირებული სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის 0.15 %: მოზრდილებში და ასაკოვან ავადმყოფებში ინიშნება 4-8 დოზა (“შესხურვა”) ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ. 6-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის - 4 დოზა, 6 წლამდე ბავშვებისათვის - 1 დოზა სხეულის მასის ყოველ 4 კგ-ზე (მაქსიმუმ - 4 დოზა) ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ.
სპრეის გამოყენების მიზნით: მოიმარჯვეთ მოწყობილობა, შეიყვანეთ პირის ღრუში და დაუმიზნეთ ანთებულ არეს; დააჭირეთ თავსახურს (რომელიც აღნიშნულია ისრით).

გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: პირის სიმშრალე, ქსოვილების დაბუჟება და/ან წვის შეგრძნება პირის ღრუში.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.
ძალიან იშვიათად: ლარინგოსპაზმი.

უკუჩვენება
- პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ გაზრდილი მგრძნობიარობა;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები(ხსნარის მიღებისათვის);
- ფენილკეტონურია (აბების მიღებისათვის).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დანაფა
ქვეყანა
ვიეტნამი
ჯენერიკი
ბენზიდამინი
დოზა
0.15%
ფორმა
სპრეი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი