პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ოქსიმეტაზოლინი (Oxymetazoline)
გამოშვების ფორმა
ნაზალური სპრეი
აღწერილობა
გამჭირვალე უფერო სითხე მენთოლის, ევკალიპტის და ქაფურის სუსტი სუნით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.5მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ქაფური (რაცემიული ქაფური), მენთოლი (ლევომენთოლი), ევკალიპტოლი (ცინეოლი), ბენზოალკონიუმის ქლორიდი, პოლისორბატ 80, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმ ედეტატის დიჰიდრატი, კონცენტრირებული ქლორწყალბადის მჟავა, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური დაავადებების სამკურნალო საშუალება. დეკონგენსტანტები და სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის რინოლოგიაში.
გამოყენების ჩვენებები
მწვავე, ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი; ევსტაქიტის და ცხვირის დანამატი წიაღების ანთების დროს დრენაჟის აღდგენა, შუა ყურის ანთება; სხვირის სასუნთქ გზებში დიაგნოსტიკური მანიპულაციების წინ შეშუპების თავიდან აცილება.
გამოყენების წესი და დოზირება
შეისხურეთ ორივე ნესტოში, შესხურებისას თავი არ გადაწიოთ უკან. მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ზევით: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში. შესხურება მეორდება არანაკლებ 12 საათში ერთხელ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და არ გამოიყენოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტ ხანს.
გვერდითი მოვლენები
ოქსიმეტაზოლინი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები თუ ვლინდება ატარებს მსუბუქად გამოხატულ და დროებით ხასიათს.
ხშირად: ცხვირის გარსის წვა და სიმშრალე, ცემინება.
ზოგჯერ: მას შემდეგ, რაც პრეპარატის გამოყენებისგან მიღებული ეფექტი გაივლის, ცხვირი გაჭედვის ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია), სისხლდენა ცხვირიდან, ალერგიული რეაქციები (კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი).
იშვიათად: გულისცემა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია.
ძალზედ იშვიათად: აპნოე ახალშობილებში, უძილობა, დაღლილობა (ძილიანობა, სედატიური ეფექტი), თავის ტკივილი, მოუსვენრობა, ჰალუცინაციები (ძირითადად ბავშვებში), არითმია, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში).
არაა ცნობილი: თავბრუსხვევა, გონებისდაკარგვის წინა მდგომარეობა, ცახცახი, ნევროზულობა, აღგზნებადობა, შიში, ბუნდოვანი მხედველობა, ცხვირიდან ჭარბი გამონადენი, ცხვირის გაჭედვის გაძლიერება, პირის სიმშრალე, ცხვირის და ყელის გაღიზიანება, გულისრევა, გამონაყარი, სისუსტე.
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების, აგრეთვე, სამკურნალწამლო საშუალების ფურცელ-ჩანართში მითითებული რეაქციების გამოვლენისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ოქსიმეტაზოლინის გამოყენებაზე შეზღუდული მონაცემების გამო, ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე მისი ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. ორსულობისას სპრეის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. იმის გამო, რომ დოზის გადაჭარბებამ შეიძლება დაარღვიოს ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის სისხლმომარაგება, ორსულობისას საჭიროა რეკომენდებული დოზის მკაცრი დაცვა.
ძუძუთი კვება
ლაქტაციის პერიოდში სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. იმის გამო, რომ ოქსიმეტაზოლონის დოზის გადაჭარბება ამცირებს რძის გამომუშავებას, ძუძუთი კვებისას არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ოქსიმეტაზოლონის რძეში შეღწევის შესახებ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
1813
ჯენერიკი
ოქსიმეტაზოლონი+მენთოლი+ევკალიპტის ზეთი