შემადგენლობა : (1 საწუწნი ტაბლეტი ): ძირტკბილა, სამკურნალო კოჭას, სამკურნალო ემბლიკა, ლევომენთოლი
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი , ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელითვისებებით . პრეპარატის მოქმედება გაპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით .ძირტკბილას ფესვების ექსტრაქტს გააჩნია ანთების საწინაარმდეგო , ამოსახველებელი , სპაზმოლიზურიმოქმედება ; სამკურნალო კოჭას ფესურების ექსტრაქტი ავლენს ანთების საწინააღმდეგო დატკივილგამაყუჩებელ თვისებებს ; სამკურნალო ემბლიკის ექსტრაქტი – ანთების საწინააღმდეგო და სიცხისდამწევ მოქმედებას . პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მენთოლი ავლენს სპაზმოლიზურ ,ანტისეპტიკურ მოქმედებას .
მიღების ჩვენება: ,, მშრალი ’’ ხველის თანხლებით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითიდაავადებების ( ფარინგიტი , ლარინგიტი , მათ შორის ,, ლექტორთა ’’, ტრაქეიტი , ბრონქიტი )სიმპტომური თერაპია .
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე , ბავშვთა ასაკი (18 წლამდე ) ( კლინიკური მონაცემებისარარსებობის გამო ).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციი პერიოდში გამოყენება რეკომენდებული არ არის .
გამოყენების მეთოდი და დოზირება : მოზრდილებში 1 საწუწნი ტაბლეტი ნელა უნდა მოიწუწნოს ყოველ 2 საათში ერთხელ .
მაქსიმალური დღიური დოზა – 10 საწუწნი ტაბლეტი . მკურნალობის ხანგრძლივობა – 2-3 კვირა .