დორსობი-ტ წვეთები თვალის 5მლ ფლაკონი #1
დორსობი-ტ წვეთები თვალის 5მლ ფლაკონი #1

დორსობი-ტ წვეთები თვალის 5მლ ფლაკონი #1

საბერძნეთი

ფამარი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - დორსობი-ტ 5მლ თვ/წვეთები

გამოყენების ჩვენებები
- მომატებული თვალშიდა წნევის მკურნალობა პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ფსევდოექსფოლიატური გლაუკომით, როდესაც ბეტა-ბლოკატორებით ადგილობრივი მონოთერაპია არასაკმარისად ეფექტურია.
გამოყენებისწესიდადოზები
შესაძლო ირიტების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან პრეპარატის კონტაქტს. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები ამოიღეთ და პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ ჩაისვით.
მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში): 1 წვეთი დაზიანებული თვალ(ებ)ის კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში.
თუ პაციენტი იმავდროულად იყენებს ადგილობრივი გამოყენების სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, მათი გამოყენება უნდა მოხდეს არა ნაკლებ 10 წუთიანი ინტერვალით. თუ პაციენტი იმავდროულად იყენებს თვალის მალამოს, მაშინ იგი ბოლოს დაიტანება. თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ, მათი გაკეთება შეიძლება ჩაწვეთებიდან 15 წუთში.

გამოყენების ინსტრუქცია
1. პრეპარატის პირველი გამოყენების წინ ფლაკონის ყელს უნდა მოხსნათ დამცავი ფენა. დახურული ფლაკონისთვის დაიშვება ფლაკონსა და თავსახურს შორის მცირე სივრცის არსებობა.
2. ფლაკონის თავსახური ასევე უნდა მოხსნათ.
3. პაციენტს თავი გადააწევინეთ უკან და ფრთხილად ჩამოუწიეთ ქვედა ქუთუთო თვალსა და ქუთუთოს შორის პატარა ჯიბის წარმოქმნამდე.
4. ფლაკონი გადმოაბრუნეთ, საწყვეთური მიმართეთ თვალისკენ და თითების მსუბუქად და თანდათანობით დაჭერით წვეთის წარმოქმნამდე, ჩააწვეთეთ თვალში.
გამანაწილებელი პიპეტის წვერი არ უნდა ეხებოდეს თვალს ან ქუთუთოს.
5. საჭიროების მიხედვით ეს პროცედურა გაიმეორეთ მეორე თვალში.
6. გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაუყოვნებლივ დაახურეთ თავისი თავსახური.

პრეპარატის ჩაწვეთება უნდა მოხდეს კონიუნქტივალურ პარკში. ამასთან, ცხვირის ლორწოვანი გარსიდან წამლის სისტემური შეწოვისა და ადგილობრივი მოქმედების გაძლიერების თავიდან ასაცილებლად, ინსტილაციის შემდეგ ცხვირ-ცრემლის არხს დააჭირეთ თითი ან თვალები დახუჭეთ 2-3 წუთის განმავლობაში. ამგვარად შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების შემცირება და ადგილობრივი მოქმედების გაძლიერება.

ბავშვები - რვა წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფამარი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
დორზოლამიდი+თიმოლოლი
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი