ჩვენებები: - მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის მწვავე ფორმა, გამოწვეული ცრემლის დეფიციტით ან ცრემლის გაძლიერებული აორთქლებით); - რქოვანას დაცვა და აღდგენა აბრაზიების, თვალის ტრავმისა და ოპერაციული ჩარევის დროს; - იმ სიმპტომების შემსუბუქება, რომლებიც ახლავს დიაგნოსტიკური პროცედურების გამოყენების გამო განვითარებულ მექანიკურ სტრესს; - თვალის ზედაპირის ოსმოსური ცვლილების რეგულირება, რომელიც ახლავს მშრალ თვალს და ვლინდება გარემოთი გამოწვეული სტრესის დროს (ეკრანების ხანგრძლივი გამოსხივება, მტვერი, ალერგენები და ა.შ).
დოზირება: რეკომენდებულია 1-2 წვეთის ინსტილაცია ორივე თვალში ერთხელ ან მეტჯერ დღეში ან ექიმის რჩევის მიხედვით. პროდუქტი თავსებადია კონტაქტურ ლინზებთან.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ პროდუქტი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;