საერთაშორისო დასახელება - phenibut კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები შემადგენლობა ერთ ტაბლეტზე მოქმედი ნივთიერება: ამინოფენილერბოს მჟავას ჰიდროქლორიდი - 250.0 მგ; 500მგ დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა (რძის შაქარი) - 181.4 მგ კარტოფილის სახამებელი - 63,6 მგ კალციუმის სტეარატი - 5.0 მგ აღწერა: თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით ფერსი მრგვალი ბრტყელ-ცილინდრული ტაბლეტები დახრილი კიდეებით და გამყოფი ღარით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული საშუალებები. ფენიბუტი გამოყენების ჩვენებები ასთენიური და შფოთვით-ნევროზული მდგომარეობები; ენაბლუობა, ტიკები და ენურრეზი ბავშვებში; უძილობა და ღამის შფოთვა ხანდაზმულებში; მენიერის დაავადება; თავბრუსხვევები, დაკავშირებული სხვადასხვა გენეზის ვესტიბულური ანალიზატორის დისფუნქციასთან; რყევის ავადმყოფობის პროფილაქტიკა კინეტოზების დროს; კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილის სახით ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს ფსიქოპათოლოგიური და სომატოვეგეტატიური დარღვევების კუპირებისათვის.
გამოყენების მეთოდი და დოზები პერორალურად ჭამის შემდეგ, წყლის დაყოლებით. არ უნდა დაიღეჭოს. შეიძლება ტაბლეტების დაყოფა. ასთენიური და შფოთვით-ნევროზული მდგომარეობები მოზრდილები: 250-500 მგ 3 -ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 750 მგ (3 ტაბლეტი), 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის - 500 მგ. მკურნალობის კურსი - 2-3 კვირა. აუცილებლობის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა იზრდება 2500 მგ-მდე. მკურნალობის კურსი 4-6 კვირა. ბავშვები: 3-დან 8 წლამდე - 125 მგ 2-3-ჯერ დღეში; 8-დან 14 წლამდე - 250 მგ 2-3-ჯერ დღეში; 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - მოზრდილების დოზები. ენაბლუობა, ტიკები და ენურეზი ბავშვებში: 3-დან 8 წლამდე - 125 მგ 3- ჯერ დღეში; 8-დან 14 წლამდე - 250 მგ 3 -ჯერ დღეში; 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - მოზრდილების დოზები. უძილობა და ღამის შფოთვა ხანდაზმულებში: 250-500 მგ 3- ჯერ დღეში. მენიერის დაავადება, თავბრუსხვევები, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა გენეზის ვესტიბულური ანალიზატორის დისფუნქციასთან: გამწვავების პერიოდში მოზრდილებში750 მგ 3-4 -ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ 250-500 მგ 3-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 250 მგ 1-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. სისხლძარღვოვანი და ტრავმული გენეზის ვესტიბულური ანალიზატორის დისფუნქციების დროს თავბრუსხვევის სამკურნალოდ - 250 მგ 3-ჯერ დღეში 12 დღის განმავლობაში. რყევის ავადმყოფობის პროფილაქტიკისთვის კინეტოზების დროს 250-500 მგ ერთჯერადად სავარაუდო მოგზაურობამდე 1 საათით ადრე ან რყევის ავადმყოფობის პირველი სიმპტომების გამოჩენისას. რყევის ავადმყოფობის საწინააღმდეგო მოქმედება იზრდება პრეპარატის დოზის გაზრდისას. პრეპარატი მცირედ ეფექტურია რყევის ავადმყოფობის გამოხატული მოვლენების შემთხვევებში (შეუჩერებელი ღებინება და სხვა). კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილის სახით ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს ფსიქოპათოლოგიური და სომატოვეგეტატიური დარღვევების კუპირების მიზნით. მკურნალობის პირველ დღეებში ინიშნება 250-500 მგ 3 -ჯერ დღის განმავლობაში და 750 მგ ძილის წინ, სადღეღამისო დოზის თანდათანობითი შემცირებით მოზრდილების ჩვეულებრივ დოზამდე.
გვერდითი მოქმედება ფენიბუტმა, სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება არა ყველა პაციენტში. ფენიბუტი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. შესაძლებელია: დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა და სიმპტომების გაძლიერება (მკურნალობის დასაწყისში), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა (მკურნალობის დასაწყისში); დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალერგიული რეაქციები (კანის - გამონაყარი, ქავილი); დარღვევები ღვიძლისა და ბილიარული ტრაქტის მხრივ: მაღალი დოზების ხანგრძლივო მიღებისას- ჰეპატოტოქსიკურობა.