შემადგენლობა: სულპირიდი -50 მგ კაფსულა სულპირიდი -200 მგ ტაბლეტი სულპირიდი -10/მგ/2 მლ კუნთში ინექციისთვის ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიფქსიქოზური (ნეიროლეპტიური) საშუალება. გამოყენების ინსტრუქცია: ტაბლეტები -მწვავე და ქრონიკული ფსიქოზი -მასტიმულირებელ (აქტივირებულ) დოზევში: ფსიქოზები- აუტიზმის, -აპრაგმატიზმის, აბულიის ნიშნებით. - ანტიფსიქოზურ დოზებში: ფსიქოზები- ბოდვისა და შემეცნების დარღვევის, შიზოფრენიის თანხლებით. კაფსულები -ნევროზული მდგომარეობები, მოქმედების შენელების თანხლებით. -ფსიქოსომატური სიმპტომატიკა ორგანული დაავადებების დროს, განსაკუთრებით არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის და ჰემორაგიული პროქტოკოლიტის დროს. ხსნარი ინექციებისთვის - მწვავე და ქრონიკული ფსიქოზები: მასტიმულირებელ (აქტივირებულ) დოზევში: ფსიქოზები- აუტიზმის, აგრამატიზმის, აბულიის ნიშნებით -ანტიფსიქოზურ დოზებში: ფსიქოზები- ბოდვისა და შემეცნების დარღვევის, შიზოფრენიის თანხლებით. დოზირება: ტაბლეტები: -შენელებული მოქმედების შემთხვევაში 200-600მგ ანუ 1-3 ტაბლეტი დღეში ზედმეტად აგზნებულ მდგომარეობის შემთხვევაში: 800-1600 მგ ანუ 4-8 ტაბლეტი დღეში. კაფსულები: ნევროზული მდგომრეობის დროს, რომელსაც თან სდევს შენელებული მოქმედებები, 2-4 კაფსულა დღეში. ცალკეულ შემთხვევებში, წყლულოვანი კოლიტის მკურნალობის დროს, პერორალურად ჩატარებული დამხმარე თერაპიის სახით: 3 კაფსულა დღეში, 4-6 კვირის განმავლობაში. ხსნარი საინექციო: მწვავე და ქრონიკული ფსიქოზების მკურნალობის დროს ინიშნება ინექციები კუნთში დოზით 200-800 მგ/დღეში (2-8 ამპულა) და უმრავლეს შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება 2 კვირა.
ეგლონილით მკურნალობის დროს არარის რეკომენდირებული ლევოდოპის და ალკოჰოლის გამოყენება. ეგლონილი სიფრთხილით ინიშნება ასაკოვან პაციენტებში რომლებთაც აღენიშნებათ: თირკმლის ფუნქციის დარღვევია, ეპილეფსია, პარკინსონი. ორსულობა-ლაქტაციის დროს არარის სასურველი ეგლონილის მიღება. შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30C-ისა.