ბრენაქსი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 500მგ/4მლ ამპულა #5
ბრენაქსი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო  500მგ/4მლ ამპულა #5

ბრენაქსი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 500მგ/4მლ ამპულა #5

თურქეთი

იდოლ ილაჩ დოლუმი
პროდუქტის შესახებ
1. რა არის ბრენაქსი და რისთვის გამოიყენება

ბრენაქსის თითოეული ამპულა შეიცავს ნატრიუმის ციტიკოლინს, რომელიც 500 მგ ციტიკოლინის ან 1000 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურია.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 ამპულა.

ბრენაქსი ინიშნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• ინსულტის მწვავე პერიოდი, განპირობებული სისხლძარღვოვანი ოკლუზიით;

• ინსულტის შემდგომი პერიოდის სამკურნალოდ, განპირობებული სისხლძარღვოვანი ოკლუზიით და ჰემორაგიით;

• ტრამვით გამოწვეული თავის ტვინის მწვავე დაზიანების ან შემდგომი მკურნალობის დროს;

• კოგნიტიური დარღვევების დროს, განპირობებული სისხლძარღვების და ქსოვილების დაზიანებით.

განსაკუთრებული ჩვენებები:

პრეპარატები მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები აუცილებლად ინიშნება თავის ტვინის დაზიანების დროს, ინტრაკრანიალური წნევის დასაწევად.

ინტრაკრანიალური ჰემორაგიის დროს ციტიკოლინის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ-ს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს დოზის დაყოფა (100-200 მგ დღეში 2-3-ჯერ).ბრენაქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატის მიღების გზიდან გამომდინარე, საკვები და სასმელი ვერ ახდენს გავლენას მის შეღწევადობაზე.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თერაპიული ეფექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ნაყოფზე მოსალოდნელი რისკის ალბათობას.

ლაქტაციის პერიოდი

მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება აუცილებელია, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

მკურნალობის პერიოდში, პაციენტი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს, ვინაიდან ამ დროს სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციის ქონა აუცილებელია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბრენაქსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ბრენაქსის თითოეული დოზა შეიცავს ნატრიუმს 1 მმოლ-ზე ნაკლები რაოდენობით (23 მგ), შესაბამისად მიიჩნევა, რომ პრეპარატი ნატრიუმს არ შეიცავს.ბრენაქსის მიღების წესი

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ექიმი განსაზღვრავს ბრენაქსის შესაბამის დოზას.

ჩვეულებრივ ინიშნება ბრენაქსის 1 ამპულა ინტრამუსკულარულად (კუნთში) და ინტრაჟვენუჟრად (ნელი ინექცია), ყოველ 12 საათში ერთხელ.

გამოყენების წესი და შეყვანის გზა

ბრენაქსის მიღება ხდება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.. ბრენაქსის შენახვის პირობები

ბრენაქსი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდოლ ილაჩ დოლუმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ციტიქოლინი
დოზა
500მგ/4მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი