ქაფურის სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი
ქაფურის სპირტ ხსნარი  2% 40მლ ფლაკონი

ქაფურის სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი

რუსეთის ფედერაცია

იაროსლავის ფ.ქ.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - camphorae
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები
შემადგენლობა 100 მლ:
მოქმედი ნივთიერება: ქაფური 2 გ. ან 10 გ.
დამხმარე ნივთიერება: ეთანოლი (ეთილის სპირტი) 70% 100 მლ-მდე
აღწერა: გამჭირვალე, უფერო სითხე კამფორის დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბუნებრივი წარმოშობის სამკურნალო საშუალება, ახდენს ადგილობრივ საანესთეზიო, ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკურ მოქმედებას. ახდენს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოვებების აგზნებას, რეფლექტორულად აუმჯობესებს ქსოვილების და ორგანოების ტროფიკას.

ფარმაკოკინეტიკა:
კანის ზედაპირზე წასმისას ნაწილობრივ შეიწოვება, განიცდის დაჟანგვას. დაჟანგვის პროდუქტები უერთდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა თირკმელებით. კამფორის ნაწილი შეუცვლელი სახით გამოიყოფა ფილტვებით და ნაღველით.

ჩვენებები:
მიალგია, მიოზიტი, ართრალგია, იშიაზი, ნაწოლების განვითარების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, ან დასატან ადგილებზე კანის ანთებითი დაავადებები (მათ შორის დერმატიტი, ეგზემა), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (მონაცემების არარსებობის გამო).

მიღების წესი და დოზები:
გარეგანი გამოყენებისათვის. მიალგია, მიოზიტი, ართრალგია, იშიაზი: დაიტანება კანზე, დაზიანებულ ადგილზე 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.
ნაწოლების განვითარების პროფილაქტიკა: კანის საფარის დამუშავება დღეში 2-3 ჯერ.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება), კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი,
თავბრუსხვევა.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: აგზნებულობა, ტაქიკარდია, კრუნჩხვები.
მკურნალობა: სიმპტომური.

შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას 15 – 25 c ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის დავა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იაროსლავის ფ.ქ.
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ქაფური
დოზა
2%
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი