კეტამო ტაბლეტი 10მგ #100

კეტამო ტაბლეტი 10მგ #100

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: კეტოროლაკის ტრომეთამინს _ 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს: კეტოროლაკის ტრომეთამინს _ 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის სულფიტი უწყლო, ბენზილის სპირტი, პოვიდონი, პროპილენგლიკოლი, 0.5 M ტრომეთამინის ხსნარი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტი, 10 მგ.
საინექციო ხსნარი, 30 მგ/მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები.
ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი, მათ შორის ტკივილი პოსტოპერაციულ, პოსტტრავმულ (მოტეხილობები, ნაღრძობები), ონკოლოგიურ პაციენტებში, რადიკულიტის, ართროზის, ოსტეოართრიტის, ოსტეოქონდროზის, ოტიტის და კბილის ტკივილის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით.
ტაბლეტები:
მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს (1 ტაბ.) 4-6 სთ-ში ერთხელ. ძლიერი ტკივილის დროს შესაძლებელია დოზის მომატება 20 მგ-მდე 3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 60 მგ.
65 წლის ზევით, ან 50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის შემცირება. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
საინექციო ხსნარი:
ინტრამუსკულარულად პრეპარატი უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზით. პაციენტებში 65 წლამდე ინტრამუსკულარულად შეყავთ 10-30 მგ ერთჯერადად ან ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით _ 10-30 მგ ყოველ 8-12 სთ-ში.
პაციენტებში 65 წლის ასაკის ზევით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას შეყავთ 10-15 მგ, საჭიროებისას _ ყოველ 4-6 სთ-ში.
ინტრამუსკულარული შეყვანისას კეტამოს მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 90 მგ-ს, 65 წლის ასაკის ზევით, 50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას _ 60 მგ-ს. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, “ასპირინული’’ასთმა, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში, პეპტიური წყლული, ჰიპოკოაგულაცია (მათ შორის ჰემოფილია), თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობა, ჰემორაგიული ინსულტი, ერთდროული გამოყენება სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი (მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდი), ორსულობა და მშობიარობა, ლაქტაციის პერიოდი, 16 წლამდე ასაკი.
კეტამოს გამოყენება სამეანო პრაქტიკაში, ტკივილის კუპირებისთვის არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
საინექციო ხსნარი: ინახება 15-25ძC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ტაბლეტები: გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).
საინექციო ხსნარი: გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
კეტოროლაკი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი