პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
1 გ მალამო კაპსიკამი® შეიცავს 50 მგ დიმეთილსულფოქსიდს, 30 მგ რაცემულ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 20 მგ ბენზილნიკოტინატს და 2 მგ ნონივამიდს.
სხვა კომპონენტები: ემულგირებადი ცეტოსტეარილის სპირტი (A ტიპი), ნატრიუმის ცეტილსთეარილსულფატი, პოლისორბატ 80, ბრონოპილი და გაწმენდილი წყალი.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი საშუალება სახსრებისა და კუნთოვანი ტკივილის დროს.
სიფრთხილე: მალამო კაპსიკამი® არ დაიტანება დაზიანებულ კანზე. ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად არ უნდა მოხვდეს ლორწოვან გარსზე და თვალში.
ხმარების წინ რეკომენდებულია მალამოს მცირე ოდენობით დატანება კანზე მგრძნობელობის დასადგენად.
მიღების წესები და დოზები
გამახურებელი ეფექტის მისაღებად სპორტსმენებში: 2-3 გრამი მალამო კაპსიკამი აპლიკატორის მეშვეობით დაიტანება და შეიზილება კუნთოვან მიდამოში კანის სუსტ გაწითლებამდე. ვარჯიშის შემდეგ მალამო უნდა ჩამოიბანოს გრილი წყლით.
ტკივილის შესამსუბუქებლად: მტკივნეულ ადგილას მალამო დაიტანება 1-3გ ოდენობით დღეში 2-3-ჯერ (ტკივილის ინტენსიობის მიხედვით), რის შემდეგაც აფიქსირებენ ნახვევით გამახურებელი ეფექტის გასაძლიერებლად.
მკურნალობის კურსის დროს რეკომენდებულია 1-2 ტუბი (50-100 გ) მალამოს გამოყენება.
ყოველი პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია ხელების დაბანა საპნითა და ნელ თბილი წყლის მეშვეობით.
დაავადების სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია
გვერდითი მოვლენები
მალამო კაპსიკამი®-ს შემადგენელი რომელიმე კომპინენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში მოსალოდნელია ქავილი, შეშუპება და ურტიკარია. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მისი გამოყენება და ჩამოიბანოს მალამო კანიდან. აღნიშნული ნიშნები პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 8-12 საათის შემდეგ ქრება.
გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, ხმარების წინ, რეკომენდირებულია მალამოს მცირე ოდენობით დატანება კანზე მგრძნობელობის დასადგენად. გვერდითი მოვლენების გამოჩენისას მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენება
მალამო კაპსიკამი® არ გამოიყენება კანის დაავადებების, კანის საფარის მთლიანობის დარღვევის და მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს !
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს, პრეპარატის უსაფრთხოებაზე კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ გამოიყენება. შეატყობინეთ ექიმს ორსულობაზე და ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ!
ჭარბი დოზირება
მალამოს დიდი დოზით დატანების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კანის გაწითლება, მსუბუქი გარდამავალი ქავილი ან წვის შეგრძნება.
მალამოს შემთხვევითი ჩაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ გააჩნია.
შენახვის პირობები და ვადები
მალამო კაპსიკამი ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25რC. არ შეინახოთ მაცივარში და საყინულეში. ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯდუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
1660
ჯენერიკი
დიმეთილსულფოქსიდი+ქაფური+სკიპიდარი+ბენზილნიკოტინატი+ნონივამიდ