პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - დროტავერინის ჰიდროქლორიდი
ჩვენებები: • გლუვი მუსკულატურის სპაზმი, რომელიც დაკავშირებულია ბილიარული ტრაქტის დაავადებებთან: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლეცისტოლითიაზი, ქოლანგიოლითიაზი, პაპილიტი.
• შარდგამომყოფი სისტემის გლუვი მუსკულატურის სპაზმი: ნეფროლითიაზი, ურეთროლითიაზი, პიელიტი, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტენეზმები.
• კუჭ-ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, ყაბზობით მიმდინარე სპასტიური კოლიტის და კოლიტის მეტეორიზმით მიმდინარე ფორმის დროს.
• ტენზიური ტიპის თავის ტკივილების დროს: კუნთოვანი დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, ფსიქოგენური, სტრესული, ყოველდღიური თავის ტკივილი, ტრანსფორმირებული შაკიკი;
• მეანობა-გინეკოლოგიაში: მტკივნეული მენსტრუაციის, საშვილოსნოს ტონუსის შესამცირებლად ფეხმძიმობის დროს, აბორტის საშიშროების დროს.
უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• ღვიძლის, თირკმელების, გულის მძიმე უკმარისობა.
დოზირება და მიღების ხერხები:
მოზრდილებში: დღიური დოზა შეადგენს 120-240მგ, ე.ი. 3-6 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. ერთჯერად დოზას მოზრდილებისთვის შეადგენს 40-80მგ (1-2 ტაბლეტი);
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
ბავშვებში 6 წლის ზემოთ: რეკომენდირებული დღიური დოზაა 80-200მგ, ე.ი. 2-5 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-5 მიღებაზე. ერთჯერად დოზას 6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის შეადგენს 40მგ (1 ტაბლეტი);
1 წლიდან 6 წლამდე ბავშვებში: რეკომენდებული დღიური დოზაა 40-120მგ, ე.ი. 1-3 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. ერთჯერად დოზას 1-დან 6 წლამდე ბავშვებში შეადგენს 20-40მგ (1/2 - 1 ტაბლეტი).
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25რc ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
12137