საერთაშორისო დასახელება - Tetracyclinum შემადგენლობა ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 100 გრამი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: ტეტრაციკლინს - 1 გ-ს; დამხმარე ნივთიერებებს: ლანოლინს უწყლოს - 40 გ-ს, თვალის სამედიცინო ვაზელინს - 100 გრამამდე ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი. S01AA09
გამოყენების ჩვენება თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა: ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუქტივიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ტრაქომა.
გამოყენების წესი და დოზირება ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივად, მალამო უნდა დაიდოს ქვედა ქუთუთოზე 3-5 ჯერ 24 საათის განმავლობაში. ამ ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. მაგალითად, ტრაქომას დროს ტეტრაციკლინით თვალის მალამო 1% მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ-ორ თვეს, ხანდახან უფრო მეტ ხანს.
უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინის და მისი მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ (დოქსიციკლინი, მეტაციკლინი, მონოციკლინი, ოქსდიტეტრაციკლინი). - სოკოვანი დაავადებები - წითელი მგლურა - ღრმა ან ნაჩხვლეტი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა. - ხანგრძლივი გამოყენება თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების დროს - ლეიკოპენია - 8 წლამდე საბავშვო ასაკი.
ჭარბი დოზირება მონაცემები პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს. განსაკუთრებული მითითებები მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლებელია არამკაფიო მხედველობითი აღქმა, ამიტომ არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საქმიანობის ისეთი სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ მკაფიო მხედველობას, მის აღდგენამდე. თუ რამოდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობედება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.