სტრუმელ T ტაბლეტი #50

სტრუმელ T ტაბლეტი #50

გერმანია

ჰეელი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - სტრუმელ ტ – STRUMEEL T

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც
1 ტაბ.
Spongia D3………………………… 150 მგ
Calcium jodatum D4………………… 90 მგ
Silicea D4……………………………. 30 მგ
Fucus vesicilosus D4……………….. 30 მგ
ერთი ტაბლეტი შეიცავს 9.3-γ-იოდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანას ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:
ჩიყვი (დიფუზური, იუვენილური), ჩიყვის პროფილაქტიკა;
ათეროსკლეროზი (არტერიოსკლეროზი, კორონაროსკლეროზი) და სხვა მდგომარეობები, რომელთა დროსაც იოდის მიღებაა ნაჩვენები;
როგორც დამხმარე საშუალება ჰიპერტონიის, ჯირკვლების სკროფულოზური შეშუპების, რეტიკულოზის, ხველების და კრუპის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება ინიშნება მკაცრად ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ 1 ტაბლეტი სუბლინგვალურად 1-3-ჯერ დღეში ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები: მოსალოდნელია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, ალერგიული გამოვლინებები.

უკუჩვენებები: იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰეელი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი