პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 262 მკგ კალიუმის იოდიდს (რაც შეესაბამება 200 მკგ იოდს).
ჩვენებები: იოდი აუცილებელია ფარისებური ჯირკვლისა და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იოდი უზრუნველყოფს ფარისებური ჯირკვლის ჰორმონის წრმოქმნას და ენერგეტიკული ცვლის ბალნს. ორგანიზმში იოდის უკმარისობის პროფილაქტიკა, პრევენცია პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რაიონებში, სადაც აღინიშნება იოდის დეფიციტი. იოდის შესაძლო უკმარისობის პრევენციისათვის – კერძოდ იოდზე მაღალი მოთხოვნილების პერიოდებში (ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და სქესობრივი მომწიფების პერიოდი) იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება აქედან გამომდინარე ჯანმრთელობისათვის ისეთი შედეგებით, როგორიცაა ზოგადი სისუსტე, აპათია, სწრაფი დაღლილობა, კონცენტრირების დარღვევა, პიროვნების შეცვლა, წონის მომატება, ყაბზობა, ჰიპერმგრძნობელობა სიცივის მიმართ, პულსის შენელება, თმის მტვრევადობა, ცვენა, კანის სიმშრალე, აქერცვლა და სიფერმკრთალე, კაცებში იმპოტენცია და ქალებში შობადობის უნარის დარღვევა. ამგვარად, აღნიშნული მოვლენები, შეიძლება იყოს ორგანიზმში იოდის ნაკლებობის ნიშნები. იოდის დეფიციტის აღმოფხვრა იწვევს სიცოცხლის ტონუსის მომატებას, აუმჯობესებს სწავლის უნარს მოსწავლეებში, შრომისუნარიანობასა და სიცოცხლის ხარისხს.
მიღების წესები და დოზირება: ახალგაზრდა ასაკის მოზრდილები: დღეში ერთხელ იოდო-ფიქსი 200-ის 1.-2. ტაბლეტი (შეესაბამება 200-400 მკგ იოდს). პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. მოზარდები და მოზრდილები: დღეში ერთხელ იოდო-ფიქსი 200-ის 1 ტაბლეტი (შეესაბამება -200 მკგ იოდს). ბავშვებში 1-12 წლამდე რეკემენდირებულია 50 -100 მკგ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: დღეში ერთხელ იოდო-ფიქსი 200-ის 1 ტაბლეტი (შეესაბამება -200 მკგ იოდს).
უკუჩვენება: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოხატული გაძლიერება; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ლატენტური მომატება დოზებში, რომლებიც აღემატება 150 მკგ იოდს დღეში; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონწარმომქმნელი კეთილთვისებიანი სიმსივნე ან არაკონტროლირებად ჰორმონწარმომქმნელ მონაკვეთებში დოზებში 300-1000 მკგ იოდი დღე-ღამეში (ოპერაციის წინა მკურნალობის გარდა).
შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
მეტის ნახვა