საერთაშორისო დასახელება - hypromellose, dextran კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია
შემადგენლობა პრეპარატის 1 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერებები: დექსტრანი 70 - 1მგ, ჰიპრომელოზა - 3მგ. დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები სლეზოლ ფორტე - ოფთალმოლოგიური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. ჰიპრომელოზა წარმოადგენს რქოვანას ეპითელიუმის პროტექტორს, ახდენს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ მოქმედებას, გააჩნია მაღალი წებოვნება, რაც ზრდის ხსნარის კონტაქტის ხანგრძლივობას რქოვანასთან. ხსნარის გარდატეხის მაჩვენებელი ბუნებრივი ცრემლის ანალოგიურია. ხელს უწყობს ცრემლის აპკის ოპტიკური მახასიათებლების აღდგენას, სტაბილურობას და წარმოქმნას. სლეზოლ ფორტე შეიცავს დექსტრანს, რომელიც ბუნებრივ ცრემლთან ერთად ზრდის ცრემლის აპკის სტაბილურობას. პრეპარატი ავსებს ცრემლის დეფიციტს და აუმჯობესებს რქოვანას დატენიანებას.
გამოყენების ჩვენებები - `მშრალი თვალის” სინდრომი; - რქოვანის სინდრომის შემსუბუქება (მათ შორის დისკომფორტი, წვა, უცხო სხეულის შეგრძნება).
გამოყენების წესი და დოზები მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. პრეპარატს აწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში საჭიროების მიხედვით. მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. საწვეთურის წვერით თვალთან და ქუთუთოსთან შეხება არ შეიძლება.
უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. პაციენტები, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის ჩაწვეთებამდე საჭიროა მოიხსნან ლინზები და ხელახლა ჩაისვან პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ. ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ინსტილაციისთანავე შესაძლებელია არამკვეთრი მხედველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის, ან მექანიზმებთან მუშაობის გაძნელება. რეკომენდებულია მუშაობის დაწყება ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს ორსულებში და მეძუძურ დედებში ადექვატური და კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენება პედიატრიაში ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მონაცემები არ არის.