პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - olopatadine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
წამლის ფორმა:
თვალის წვეთები 0,1%.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ოლოპატადინი (ოლოპატადინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის უწყლო ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
გამოყენების ჩვენებები:
- ალერგიული კონიუნქტივიტი.
გამოყენების წესი და დოზირება:
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.
მოზრდილებსა და 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში პრეპარატს აწვეთებენ დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში თითო წვეთს 2-ჯერ დღეში. ინსტილაციებს შორის ინტერვალი შეადგენს 6-8 საათს.
წინააღმდეგჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ოლოპატადინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: 5%-ზე ნაკლები – მხედველობის დაბინდვა, თვალების წვა და ტკივილი, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივის ჰიპერემია, კერატიტი, ირიტი, ქუთუთოების შეშუპება.
სისტემური რეაქციები: 0,1-1%-ში - სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, გემოვნების შეცვლა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი პალადა შეიცავს კონსერვანტ ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება აბსორბირდეს კონტაქტური ლინზებზე. პრეპარატის ჩაწვეთების წინ ლინზები უნდა მოიხსნათ და ხელახლა ჩაისვათ პრეპარატის ჩაწვეთებიდან არანაკლებ 20 წუთის შემდეგ.
საწვეთურის წვერის მოხვედრა არ შეიძლება რაიმე ზედაპირზე, რათა არ მოხდეს ხსნარის დაბინძურება.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე:
თუ პაციენტს პრეპარატის გამოყენების შემდეგ დროებით უქვეითდება მხედველობის სიმახვილე, მის აღდგენამდე რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვა და ისეთი ქმედებების შესრულება, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
5612
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ევროპა