ჰედრინი ლოსიონი 4%  50მლ ფლაკონი #1

ჰედრინი ლოსიონი 4% 50მლ ფლაკონი #1

დიდი ბრიტანეთი

თორნტონ და როსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - dimeticone
დიმეტიკონოს 4% ლოსიონი
ადგილობრივი ლოსიონი თავის ტილების მოსაცილებლად
პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ ექიმთან ვიზიტის გარეშე ზრდასრულებისა და 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ, მაგრამ საუკეთესო შედეგის მისაღწევად გამოიყენეთ სიფრთხილით.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაცია.

თუ ჰედრინის მეორე გამოყენების შემდეგ აღმოაჩენთ ცოცხალ ტილებს ან თავის ტილები თქვენთვის მუდმივ ან ხშირ პრობლემას წარმოადგენს, რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის სახელწოდებაა ჰედრინის 4% ლოსიონი. ეს კანის ხსნარია, რომელიც მეტად ეფექტურია თავის ტილების წინააღმდეგ.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, გამოირეცხეთ წყლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება:
ჰედრინის ლოსიონის გამოყენება შეგიძლიათ ორსულობისა ან ძუძუთი კვების დროს.
6 თვემდე ბავშვებში გამოყენება:
6 თვემდე ბავშვებში გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
მანქანისა და მექანიზმების მართვა:
ჰედრინის ლოსიონი არ მოქმედებს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჰედრინი განკუთვნილია ზრდასრულებისა და 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
გაითვალისწინეთ:
თუ ოჯახის წევრი თავის ტილებით არის დასნებოვნებული, შეამოწმეთ ოჯახის დანარჩენი
წევრები და ტილების აღმოჩენის შემთხვევაში უმკურნალეთ ყველას ერთდროულად.
ჰედრინი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

მითითებები
საკმარისი რაოდენობით ხსნარი თანაბრად წაისვით მშრალ თმაზე ისე, რომ თავის კანი სრულად იყოს დაფარული.
თანაბრად გადაანაწილეთ ხსნარი თმებზე ძირებიდან ბოლოებისკენ. მიეცით საშუალება თმას თვითონ გაშრეს.
წამალი თმაზე დაიტოვეთ, სულ მცირე, 8 საათის განმავლობაში ან მთელი ღამით.
ჩამოიბანეთ თმა ჩვეულებრივი შამპუნით, შემდეგ წყლით და გაიმშრალეთ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მნიშვნელოვანია, განმეორებით დაიდოთ ჰედრინის ლოსიონი 7 დღის შემდეგ, რათა გაუმკლავდეთ ტილებს, რომლების შეიძლება ამ დღეებში გამოიჩეკონ. თუ მკურნალობის მეორე კურსი არ ჩატარდა, ტილებით დასნებოვნება შეიძლება განმეორდეს.

შესაძლო გვერდით მოვლენები
მნიშვნელოვანი გვერდით მოვლენები
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან განვითარდა ერთ-ერთი, დაუყონებლივ შეწყვიტეთ ჰედრინის გამოყენება (ჩამოიბანეთ შამპუნით) და მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, შეშუპება ან დერმოგრაფიული ხაზები კანზე.
სუნთქვის გაძნელება.

სხვა გვერდითი მოვლენები
ჰედრინის გამოყენებისას შეიძლება დაზიანებულ კანზე განვითარდეს მცირე გაღიზიანების ნიშნები. ზოგჯერ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ქერტლის წარმოქმნა, ქავილი და თვალების გარშემო კანის გაღიზიანება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
თორნტონ და როსი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
დიმეთიკონი+ციკლომეტიკონი
დოზა
4%
ფორმა
ლოსიონი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი