პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: პრეპარატის 1მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის კრომოგლიკატი 40მგ; დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.
გამოყენების ჩვენებები: ალერგიული კონიუნქტივიტი (მწვავე, ქრონიკული, გაზაფხულის); ალერგიული კერატიტი და კერატოკონიუნქტივიტი; „მშრალი თვალის“ სინდრომი; თვალების დაძაბულობა და დაღლა, რაც განპირობებულია ალერგიული რეაქციებით (გარემო ფაქტორები, პროფესიული მავნე პირობები, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები, ოფთალმოლოგიური პრეპარატები, მცენარეები და შინაური ცხოველები).
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება: ხანმოკლე წვა და მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, სიმშრალე თვალის ირგვლივ. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილებსა და ბავშვებში 1-2 წვეთი 4% ხსნარი ორივე თვალში 4-6-ჯერ დღე-ღამეში, დროის თანაბარი ინტერვალით (კლინიკური ეფექტების მიღწევის შემდეგ ინტერვალი თანდათან უნდა გაიზარდოს).
ჭარბი დოზა: მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ამცირებს გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენების საჭიროებას.
განსაკუთრებული მითითებები: აიკროლი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. იმ შემთხვევაში, თუ თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ კონიუნქტივალური ჰიპერემია მატულობს ან გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში საჭიროა მათი მოხსნა ჩაწვეთებამდე, ხოლო ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ. პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული შიგთავსის მიკრობული დაბინძურება. ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ფლაკონის დახურვა. დაუშვებელია საწვეთურის შეხება თვალთან.
ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მანქანის მართვის ან მექნიზმებთან მუშაობის გაძნელება.
გამოყენება პედიატრიაში: აიკროლის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება გვერდითი ეფექტის განვითარების შესაძლო რისკს. ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები 10მლ-იან ფლაკონ-საწვეთურში ხრახნიანი თავსახურითა და დამცავი რგოლით. ფლაკონი-საწვეთური ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის ხსნარი.
წამლის ფორმა: თვალის წვეთები.
მწარმოებელი: ეიპიკო, თენს ოვ რამადან სითი.
წარმოებულია: „ვორლდ მედიცინ ოფთალმიქსი“-სათვის, დიდი ბრიტანეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
6297
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ჯენერიკი
კრომოგლიკატი ნატრიუმის