პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - პაროტიცინი
რა არის პაროტიცინი და რისთვის გამოიყენება
პაროტიცინი შეიცავს ფლუდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს და მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, პოლიმიქსინ B სულფატს, რომელიც წარმოადგენს ანტიბიოტიკს, და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას.
პაროტიცინი ნაჩვენებია ყურის ანთებებისა და მიკრობული ინფექციების სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ პაროტიცინის გამოყენებამდე არ მიიღოთ პაროტიცინი
- თუ ალერგიული ხართ ფლუდროკორტიზონის აცეტატის, პოლიმიქსინ B სულფატის, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
- თუ გაქვთ ჩუტყვავილა (ვარიცელა).
- თუ გაქვთ ვაქცინალური დაავადება ან მარტივი ჰერპესი
- ინფექციური დაავადებების დროს, რომლებიც არ კონტროლდება დ არ ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია
- ვაქცინაციის დროს
- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ პაროტიცინის ყურის წვეთები 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
• თუ ანთება არ ქრება ერთი კვირის შემდეგ, მიმართეთ ექიმს, რომელმაც შეიძლება შემოგთავაზოთ მკურნალობის შეცვლა.
• სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას საწვეთური არ უნდა მოხვდეს კანთან, ყურთან და ხელებთან ინფექციის რისკის თავიდან ასაცილებლად.
• ყურის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ უნდა იწვეთ 5 წუთი.
• თუ პროდუქტის გამოყენებისას განვითარდება ადგილობრივი გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტები და პაროტიცინი
პრეპარატის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. პაროტიცინით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მაგ. სხვა ანტიბიოტიკებს (კანამიცინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი, პარომომიცინი), ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, სულფონამიდები ან ტრიმეტოპრიმი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ პაროტიცინი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ლაქტაციის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
გამოყენების წესი:
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის საჭიროებების მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა შემდეგია:
მოზრდილები-ხანდაზმულები: 2-4 წვეთი ყურის არხში, 3-4 -ჯერ დღეში. ბავშვები: 2-3 წვეთი ყურის არხში, 3-4 -ჯერ დღეში.
წვეთების ჩაწვეთებამდე ყურის არხი უნდა გაიწმინდოს სტერილური ბამბით, რომ არხი მშრალი იყოს. ასევე, აუცილებელია თავი სამკურნალო ყურთით ზევით უნდა იყოს მუდმივად მიმართული და ჩაწვეთებიდან მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში უნდა იწვეთ.
პაროტიცინის მიღების ალტერნატიული გზაა ყურის არხში საცობის მოთავსება და წვეთებით 3-4-ჯერ დღეში გაჟღენთვა. საცობი უნდა შეიცვალოს მინიმუმ ყოველ 24 საათში ერთხელ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყურის წვეთების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან სხვა არასასურველი ეფექტები; ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
შესაძლო არასასურველი ეფექტები მოიცავს შემდეგს:
• ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის დათრგუნვა, პლაზმაში კორტიზოლის დონის დაქვეითება, ქუშინგის სინდრომი.
• ადგილობრივად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ: მიკრობული და სოკოვანი ადგილობრივი ინფექციების განვითარება, დაზიანებების შეხორცების დათრგუნვა, ატროფია და კანში ხაზოვანი ზოლები, ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, ადგილობრივი ჰირსუტიზმი, აკნე ან ვეზიკაცია, კუპეროზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი.
• დაფიქსირდა შუა ყურში ლიდოკაინისა და ადრენალინის ჩაწვეთებით გამოწვეული მძიმე ვერტიგო.
• პოლიმიქსინი, მისი ცუდი შეწოვის გამო, არ იწვევს სისტემურ რეაქციებს დაუზიანებელ კანზე გამოყენებისას, გარდა ალერგიის იშვიათი შემთხვევებისა.
• მხედველობის დაბინდვა (სიხშირე უცნობია)
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25რC-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილა
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
32541
ჯენერიკი
ფლუდროკორტიზონი+პოლიმიქსინი B+ლიდოკაინი