საერთაშორისო დასახელება - nitrofural, tetracaine hydrochloride, phenazone კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → მიკრობების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
რას შეიცავს ფუროტალგინი – აქტიური შემადგენელი ნაწილები: ნიტროფურალი (ნიტროფურალ) 2.5 მგ, ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი (ტეტრაცაინე ჰყდროცჰლორიდე) 31.25 მგ, ფენაზონი (ფენაზონე) 87.5 მგ ხსნარის 1 მლ-ში. – სხვა შემადგენელი ნაწილი – გლიცეროლი.
როგორ გამოიყურება ფუროტალგინი და რას შეიცავს შეფუთვა გამჭვირვალე, ყვითელი სითხე მომწვანო ელფერით, სუნის გარეშე.
პირველადი შეფუთვა პრეპარატის 5 მლ მოთავსებულია ყავისფერი მინისაგან დამზადებულ მრგვალ ფლაკონში. ფლაკონი დახუფულია ხრახნიანი თალფაქით საწვეთელათი. პრეპარატის 5 მლ მოთავსებულია პოლიპროპილენის მრგვალ ფლაკონში. ფლაკონს აქვს საწვეთელა და დახუფულია “პილფერპრუფის” ტიპის თალფაქით. მეორეული შეფუთვა 1 (ერთი) ფლაკონი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
რა არის ფუროტალგინი და რისთვის გამოიყენება ის? ფუროტალგინი ანტიმიკრობული ,კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია, ანთებასაწინააღმდეგო და ტკივილის გასაყუჩებელი მოქმედებით. გამოიყენება სასმენი მილისა და შუა ყურის მწვავე ანთებითი პროცესის შემთხვევაში.
რა არის გასათვალისწინებელი ფუროტალგინი გამოყენების დაწყებამდე არ გამოიყენოთ ფუროტალგინი: - თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აქტიური (ნიტროფურალი, ტეტრაკაინი, ფენაზონი) ან დამხმარე ნივთიერების მიმართ; - მკურნალი ექიმი ფუროტალგინს არ დაგინიშნავთ, თუ დაზიანებული გაქვთ დაფის აბკი ან ყურის ინფექცია გამოწვეულია სოკოთი (ოტომიკოზი).
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება უცილობლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მაშინაც კი, თუ ეს პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა.
ორსულობა და ლაქტაცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფუროტალგინი ინიშნება ექიმის შეფასების შემდეგ. თუ ორსულად ხართ, ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ გამოიყენება ფუროტალგინი? ფუროტალგინი ყოველთვის გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის წარმოქმნისას მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს. ფუროტალგინი ყურში ჩასაწვეთებელი პრეპარატია. არ ჩაიწვეთოთ ის ცხვირსა და თვალებში! არ დალიოთ! გამოიყენეთ წვეთები სასმენი მილის გაწმენდის შემდეგ. გადაწიეთ თავი ისე, რომ წვეთები ყურში რამდენიმე წუთი დარჩეს, შემდეგ კი ჩაიდეთ ყურში ბამბა. გამოყენებამდე აუცილებელია ხსნარის გათბობა სხეულის ტემპერატურამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული უსიამოვნო კონტაქტი ცივ წვეთებთან. დოზა: მოზრდმლები და 3 წელზე უფროსი ბავშვები: 6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-4 წვეთი 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა: ადგენს მკურნალი ექიმი, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.
თუ ფუროტალგინის გამოყენებული დოზა საჭიროს აღემატება ფუროტალგინის სწორი გამოყენებისას მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.
თუ ფუროტალგინის ერთი ჩაწვეთება გამოტოვეთ არ გამოიყენოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით. პრეპარატის გამოყენებასთან ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.