ყურის წვეთები: 25 მლ ფლაკონი პიპეტით. 100 მლ ხსნარი შეიცავს: 1 000000 სე პოლიმიქსინ B სულფატს, 0.5 მგ ნეომიცინის სულფატს (375000სე-ის ექვივალენტი), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 4.0 გრ; დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.01 გ, პროპილენგლიკოლი 44 მლ, გლიცერინი 26.5 გ, გამოხდილი წყალი 100 მლ. ფარმაკოლოგიური თვისებები ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედების კომბინირებული პრეპარატი Yყურის ანთებითი დაავადებების დროს. ნეომიცინის სულფატი და პოლიმიქსინი B – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია (Pseuvdomonas aeruginosa; Staphylococcus aureus; Proteus spp; Steptococcii; Escherichia coli). ლიდოკაინი, გააჩნია რა ადგილობრივი ტკივილსაწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს ტკივილსა და ქავილს ყურის ანთებითი დაავადებების დროს. ჩვენებები - მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტი; - შუა ოტიტი პერფორაციის სტადიამდე; - სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები (ტიმპანოპლასტიკა, ანტროტომია, ფენესტრაცია) მიღების წესები და დოზები - ბავშვები: 2-3 წვეთი Dდღეში 3-4 ჯერ. - მოზრდილები: 4-5 წვეთი Dდღეში 2-4 ჯერ. მკურნალობის კურსი არაუმეტეს 7 დღისა. უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია , 1 წლამდე ასაკის ბავშვები სხვა წამლებთან ურთიერთქმედება შეუთავსებელია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან ნეტილმიცინთან. შენახვის პირობები და ვადები ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. შენახვის ვადა: 3 წელი.