გლუკოფაჟი XR ტაბლეტი  500მგ #30

გლუკოფაჟი XR ტაბლეტი 500მგ #30

საფრანგეთი

მერკ სანტე
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
მეთფორმინი

სამკურნალწამლო ფორმა, დოზა
პროლონგირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები 500 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და ნივთიერებათა ცვლა. სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტისას. პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ გლუკოზის დონეს სისხლში, ინსულინის გარდა. ბიგუანიდები. მეთფორმინი.

გამოყენების ჩვენებები
• 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა და რისკის შემცირება მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჭარბი წონა, გლუკოზის მიმართ ტოლერანტულობის დარღვევა და/ან უზმოზზე დარღვეული გლიკემია, და/ან გლიკირებული ჰემოგლობინის მომატებული დონე, ასევე აღენიშნებათ:
- 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი და
- 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროგრესირება, ცხოვრების წესის აქტიური ცვლილების მიუხედავად 3-6 თვის განმავლობაში.
• 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როცა მხოლოდ დიეტოთერაპია და ფიზიკური ვარჯიში ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის საკმარის კონტროლს.
გლუკოფაჟი® Xღ გამოიყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის, ისე სხვა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან კომბინაციაში

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა მეთფორმინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ნებისმიერი ტიპის მეტაბოლური აციდოზი (ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი);
- დიაბეტური პრეკომა;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაცია <30 მლ/წთ);
- მწვავე მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა: დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი;
- მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რასაც თან ახლავს ქსოვილოვანი ჰიპოქსია: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ახალი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;
- ღვიძლის უკმარისობა;
- მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.

გამოყენებისას საჭირო სიფრთხილის ზომები
არ არსებობს.

დოზირების რეჟიმი
თირკმლის ნორმალური ფუნქციის (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 90 მლ/წთ) მქონე მოზრდილი პაციენტები
შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება
მეთფორმინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოვრების წესის მოდიფიკაცია 3-6 თვის განმავლობაში არ ახდენს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს,
- მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნეს 500 მგ დოზით ერთხელ დღეღამეში ვახშმის დროს
- თერაპიის დაწყებიდან 10-15 დღის შემდეგ რეკომენდებულია გლიკემიის დონის შეფასება (გლუკოზოტოლერანტული ტესტი და/ან უზმოზე გლიკემიის დონე და/ან გლიკირებული ჰემოგლობინი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში). დოზის ნელა ზრდამ შეიძლება გააუმჯობესოს კუჭ-ნაწლავური ამტანობა. მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს (2000მგ) დღეღამეში ვახშმის დროს.
- რეკომენდებულია გლიკემიური სტატუსის (გლუკოზოტოლერანტული ტესტის, უზმოზე გლიკემიის, გლიკირებული ჰემოგლობინის შეფასება) რეგულარული მონიტორინგი (ყოველ 3-6 თვეში), ასევე რისკ ფაქტორების, რათა დადგინდეს თერაპიის გაგრძელების აუცილებლობა.
- თერაპიის გაგრძელების განმეორებითი შეფასების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა წარმატებით მოახდინა ცხოვრების წესის და კვების მოდიფიცირება.
მონოთერაპია და კომბინირებული თერაპია სხვა ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად:
- ჩვეულებრივ, საწყისი დოზა შეადგენს 500 მგ ერთხელ დღეში.
- მკურნალობის დაწყებიდან 10-15 დღის შემდეგ საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია სისხლში გლუკოზის მონიტორინგის შედეგების შესაბამისად. დოზის ეტაპობრივი გაზრდა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ პრეპარატის ამტანობის გაუმჯობესებას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მერკ სანტე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი