საერთაშორისო დასახელება - METRONIDAZOLE მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნიტროიმიდაზოლის წარმოებული. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: მალამო 1%: ტუბში 25 გ 1 გ მეტრონიდაზოლი ........ 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი გამოიყენება დერმატოლოგიაში. იგი არღვევს დნმ-ს სინთეზს და ახდენს ნუკლეინის მჟავების წარმოქმნის ინჰიბირებას. პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს მრავალ ანაერობულ ბაქტერიასა და უმარტივესებზე, რის შედეგადაც უზრუნველყოფს ეფექტურ და მიმართულ თერაპიას.
ჩვენებები: რეკომენდებულია ადგილობრივი გამოყენებისათვის ანთებადი პაპულების, პუსტულების და ერითემის სამკურნალოდ (acnae rozacea,acnae vulgaris). მიღების წესი და დოზირება: მალამო დაიტანება თხელი ფენის სახით 1-2-ჯერ დღე-ღამეში კანის თბილი წყლით ან გვირილის ნახარშით დაბანის შემდეგ;
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1-2 თვის განმავლობაში. კლინიკური გაუმჯობესება მოსალოდნელია მკურნალობის პირველი სამი კვირის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად გარდამავალი სიწითლე, კანის უმნიშვნელო სიმშრალე, ქავილი და დაჭიმულობის შეგრძნება ადგილობრივად. სისტემური გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.
უკუჩვენებები: * ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მოხმარების შემდეგ არ დაუშვათ კონტაქტი თვალის ლორწოვანთან, კანი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არსებობს თეორიული შესაძლებლობა პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერებისა.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.