შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ვერაპამილის ჰიდროქლორიდი.
ჩვენება: ამცირებს სტენოკარდიას (ტკივილი გულმკერდის, კისრის ან მკლავის არეში, რაც უკავშირდება ვარჯიშს ან დატვირთვას) და ახდენს მის პრევენციას; ხელს უწყობს არათანაბარი გულისცემის დარეგულირებას ამცირებს რა მას; ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) შემცირებას.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა ვერაპამილის ან სხვა ინგრედიენტების მიმართ. თუ ბოლო პერიოდში გადატანილი აქვს გულის შეტევა. თუ ექიმისაგან ინფორმირებული არის, რომ აქვს გულის ბლოკადა. თუ აქვს ძალიან შენელებული ან არათანაბარი გულისცემა; თუ არტერიული წნევის შესამცირებლად უკვე ღებულობს ინტრავენურ ბეტა ბლოკატორს. თუ აწუხებს ვულფ პარკინსონის ვაითის სინდრომი; თუ პაციენტი არის ორსულად.
ორსულობა და ლაქტაცია: ექიმის კონსულტაციის გარეშე ვერაპამილ ალკალოიდი არ მიიღება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.