მიდოტორი ტაბლეტი 10მგ #28

მიდოტორი ტაბლეტი 10მგ #28

ინდოეთი

ეჯ ფარმა
კალათის ფასდაკლება
-
7.68
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Torasemidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძლიერ მოქმედი დიურეტიკები

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - 10 მგ ტორასემიდს,

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზულები. “მარყუჟოვანი” დიურეზულები. ტორასემიდი.

გამოყენების ჩვენებები
- შეშუპების სინდრომი გულის ქრონიკული უკმარისობის, თირკმელების და ღვიძლის დაავადებების შედეგად;
- ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
გამოყენების წესი და დოზირება მიდოტორი ინიშნება შიგნით 1 ჯერ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად, დაღეჭვის გარეშე, სითხის მცირე რაოდენობის დაყოლებით.
გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ)
ჩვეულებრივი საწყისი დოზა - 10-20 მგ 1 ჯერ დღეში. საჭირო შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან დაახლოებით ორჯერ ადექვატური დიურეზული პასუხის მიღებამდე.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობა (თქუ)
ჩვეულებრივი საწყისი დოზა - 20 მგ 1 ჯერ დღეში. საჭირო შარდმდენი ეფექტის არარსებობის დროს დოზას ზრდიან დაახლოებით 2 ჯერ ადექვატური დიურეზული პასუხის მიღებამდე.
ღვიძლის ციროზი
ჩვეულებრივ საწყის დოზას 5 - 10 მგ-ს იღებენ 1 ჯერ დღეში ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან სხვა კალიუმშემანარჩუნებელ დიურეტიკებთან ერთად. საჭირო შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან დაახლოებით ორჯერ ადექვატური დიურეზული პასუხის მიღებამდე.

გვერდითი მოქმედება
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
- დიარეა
- შარდვის სიხშირის ზრდა, პოლიურია, ნიქტურია
- ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერლიპიდემია
- ქვედა კიდურების კუნთების კრუნჩხვები
- ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია, გულისცემა
- სახის გაწითლება
- სისხლდენა ცხვირიდან
- პოლიდიფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი
- შარდვის სურვილი
- ასთენია, სისუსტე, წყურვილი, მომატებული დაღლილობა, ჰიპერაქტივობა, ნევროზულობა, გონების არევა
- თრომბოციტების რაოდენობის ზრდა
- ერითროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეჯ ფარმა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ტორასემიდი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი