ტრეფოლი ტაბლეტი 400მკგ #30

ტრეფოლი ტაბლეტი 400მკგ #30

პოლონეთი

ლაბ. ფარმასი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ფოლის მჟავა
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფოლის მჟავა 0,4მგ (400 მკგ).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 109,4მგ, სახამებელი 8,4მგ. მაგნიუმის სტეარატი 1,2მგ, კრემნიუმის დიოქსიდი 0,6მგ.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ანტიანემიური საშუალება, ფოლის მჟავა და მისი წარმოებულები.
ჩვენებები:
ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (მაკროციტური ჰიპერქრომული ანემია;
სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია;
მეგალობლასტური ანემია;
კუჭის რეზექციის შემდგომი ანემია;
წვრილი ნაწლავის დაავადებებთან, სპრუს და მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული ანემიები)
ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის დაგეგმარების პერიოდში, ასევე ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა ორსულობის I ტრიმესტრში

მიღების წესი და დოზირება:
ტრეფოლი ინიშნება ჭამის შემდეგ, შიგნით მისაღებად.
ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისათვის, ბავშვებში 14 წლის ზემოთ და მოზრდილებში, ინიშნება 400მკგ, დღე-ღამეში ერთხელ.
ორსულობისას, ანემიის პროფილაქტიკისა და ნაყოფში ნერვული მილის განვითარების დეფექტის თავიდან ასაცილებლად - 400-800მკგ/დღე-ღამეში.
ლაქტაციის პერიოდში- 400მკგ/დღე-ღამეში.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერილობა, პირში მწარე გემო, ანორექსია (უმადობა).

სხვა: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია B12 ჰიპოვიტამინოზის განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გაურკვეველი ეტიოლოგიის ანემიით, რადგან ფოლის მჟავამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ავთვისებიანი ანემიის დიაგნოსტიკას დაავადების ჰემატოლოგიური გამოვლინებების შემცირების გზით. პერნიციოზული ანემიის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ, ციანკობალამინთან ერთად.

ფოლის მჟავას ხანგრძილვად მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, რეკომენდებული არ არის სისხლში ციანკობალამინის კონცენტრაციის დაქვეითების გამო.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ ფოლის მჟავას მომატებულ რაოდენობას.

ანტიბიოტიკებმა შესაძლოა შეცვალონ (მოგცეთ აშკარად დაქვეითებული მაჩვენებლები) პლაზმასა და ერითროციტებში ფოლის მჟავას კონცენტრაციის მიკრობიოლოგიური შეფასების შედეგები.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

ტრეფოლი რეკომენდებული დოზებით ინიშნება როგორც ორსულობისთვის მომზადების პერიოდში, ასევე ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

შენახვის პიროებები:
შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ფარმასი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ფოლის მჟავა
დოზა
400მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი