ფერუმ ლეკი სიროფი 50მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
ფერუმ ლეკი სიროფი 50მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

ფერუმ ლეკი სიროფი 50მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

თურქეთი

სანდოზ ილაკ სანაი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ferrous (III) hydroxyde polymaltose complex
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები → შინაგანი გამოყენების
შემადგენლობა
1 მლ სიროფი შეიცავს 10 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდს პოლიმალთოზასთან კომპლექსში.
5 მლ სიროფი (1 საზომი კოვზი) 50 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდს პოლიმალთოზასთან კომპლექსში.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სორბიტოლის ხსნარი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი 96 %, ნაღების ესენცია, წყალი გაწმენდილი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
აღწერა
ყავისფერი გამჭვირვალე ხსნარი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რკინის პრეპარატები, სამვალენტიანი რკინის პერორალური პრეპარატები.

გამოყენების ჩვენებები
რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა
რკინადეფიციტური ანემიის (რკინის მანიფესტური დეფიციტის) მკურნალობა. რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.

უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
• რკინის სიჭარბე (მაგალითად, ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი) და რკინის უტილიზაციის დარღვევები (მაგალითად, სიდერო-აქრესტული ანემია, ანემია ტყვიით ინტოქსიკაციის დროს, თალასემია).
• ანემია, რომელიც არ არის განპირობებული რკინის დეფიციტით (მაგალითად, ჰემოლიზური ანემია, მეგალობლასტური ანემია ვიტამინ B12-სი დეფიციტთან დაკავშირებით);
• სისხლის განმეორებითი გადასხმები;
• პარენტელარული თერაპია რკინის პრეპარატებით.

გამოყენების წესი და დოზები შინაგად მისაღები.
მიიღება ჯამის დროს ან მაშინვე ჭამის შემდეგ. სიროფის შერევა შეიძლება ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ბავშვის საკვების ბოთლში. სიროფის სწორად ასარწყავად იხმარეთ საზომი კოვზი.
სუსტი შეფერილობის გაჩენა არ ახდენს გავლენას ბავშვის წვენის/საკვების გემოზე ან პრეპარატის ეფექტურობაზე.
სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება ერთჯერადად ან მისი რამდენიმე მიღებად დაყოფა.
პრეპარატის დოზა და მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.
რკინის მანიფესტური დეფიციტი
მკურნალობა გრძელდება 3–5 თვე გემოგლობინის დონის ნორმალიზებამდე.
ამის შემდეგ ორგანიზმში რკინის მარაგების შესავსებად პრეპარატი ინიშნება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ბავშვები 1 წლამდე: საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მლ (ქ საზომ კოვზ) სიროფს. დოზას თანდათან ზრდიან 5 მლ (1 საზომ კოვზ) სიროფამდე დღე-ღამეში.
ბავშვები 1-დან 12 წლამდე: 5–10 მლ (1–2 საზომი კოვზი) სიროფი დღე-ღამეში.
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: ჩვეულებრივ 10–30 მლ
(2–6 საზომი კოვზი) სიროფი დღე-ღამეში.
რკინ ის ლატენტუ რი დეფი ციტი
მკურნალობა ერთი-ორი თვის განმავლობაში გრძელდება.
ბავშვები 1 წლამდე: პრეპარატის ძალიან დაბალი დოზების დანიშვნასთან დაკავშირებით ამ დანიშნულებით არ გამოიყენება.
ბავშვები 1-დან 12 წლამდე: 2,5–5 მლ (ქ–1 საზომი კოვზი) სიროფი დღე-ღამეში.
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: 5–10 მლ (1–2 საზომი კოვზი) სიროფი დღე-ღამეში.
ორსული ქალები
რკინ ის მანიფესტური დეფი ციტი
20–30 მლ (4–6 საზომი კოვზი) სიროფი დღე-ღამეში გემოგლობინის დონის ნორმალიზებამდე. ამის შემდეგ ინიშნება 10 მლ (2 საზომი კოვზი) სიროფი დღე-ღამეში უკიდურეს შემთხვევაში ორსულობის ბოლომდე ორგანიზმში რკინის მარაგების შესავსებად.
რკინის ლატენტური დეფიციტი და რკინის დეფი ციტის პროფილ აქტიკა
5–10 მლ (1–2 საზომი კოვზი) სიროფი დღე-ღამეში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანდოზ ილაკ სანაი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
რკინის III ჰიდროქსიდის კომპლქსი
დოზა
50მგ/5მლ
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი