ქლორჰექსიდინის ხსნარი გარეგანი 0.05% 100მლ ფლაკონი #1
ქლორჰექსიდინის ხსნარი გარეგანი 0.05% 100მლ ფლაკონი #1

ქლორჰექსიდინის ხსნარი გარეგანი 0.05% 100მლ ფლაკონი #1

საქართველო

ოფიცინა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Chlorhexidinum
საერთაშორისო ქიმიური დასახელება : Chlorhexidine ;1,6- დი - პარა - ქლორფენილ - გუანიდო - ჰექსანი;
უსუნო სითხე.
შემადგენლობა : 100 მლ ხსნარი შეიცავს 0,25 მლ 20%- იან ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის ხსნარს;
სამკურნალწამლო ფორმა
გარეგანი გამოყენების ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები

მიღების ჩვენება
ოპერაციული ჭრილობის და ქირურგის ხელების დამუშავება , დამწვრობების , ჭრილობის ზედაპირების , ცისტიტისდეზინფექცია , ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკა ( ათაშანგი , გონორეა , ტრიქომონიაზი ). როგორცსაპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალება სხვადასხვა ინფექციების დროს , ანტისეპტიკური დამუშავების დადეზინფექციისათვის . ყელ - ყურ - ცხვირის და სტომატოლოგიურ განყოფილებებში ავადმყოფების ოპრაციის შემდგომიმოვლა . შენობების და სანიტარული მოწყობილობების დეზინფექცია.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიკროტრავმების სადეზინფექციოდ – 0,05% წყალხსნარი . მიკროტრავმებისას ჭრილობის ირგვლივ კანს ამუშავებენ ამხსნარით , რის შემდეგაც ადებენ ქლორჰექსიდინში დასველებულ საფენს და აფიქსირებენ ნახვევით ან ემპლასტროთი .
ვენერიული დაავადებების საპროფილაქტიკოდ ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის 0,05%- იანი ხსნარი ეფექტურია თუ ისგამოყენებულია სქესობრივი კავშირიდან არაუგვიანეს 2 საათში . განზავებული , 0,05% ხსნარი შეყავთ საშარდე მილში ,მამაკაცებში (2-3 მლ ), ქალებში (1-2 მლ ) და საშვილოსნოში (5-10 მლ ) 2-3 წუთით . ასევე აუცილებელია ბარძაყის შიდაზედაპირის , ბოქვენის , საქესო ორგანოების კანის დამუშავება . პროცედურის შემდეგ 2 საათის განმავლობაშიმოშარდვა არ შეიძლება . ოპერაციის შემდგომი მოვლისას ყელ - ყურ - ცხვირის და სტომატოლოგიურ განყოფილებებში0,05A%- იან ხსნარს ნიშვანენ გამოსავლებად , დღეში 2-3- ჯერ . ურეთრიტების და ურეთროპროსტატიტებისკომპლექსურ მკურნალობას ატარებენ ურეთრაში ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის 0,05%- იანი ხსნარის შესხურებისგზით , დღეში 1-2- ჯერ , მკურნალობის კურსი 10 დღე . პროცედურები ინიშნება დღეგამოშვებით . შარდის ბუშტისგამოსარეცხად გამოიყენება 0,02% წყალხსნარი ( გასტერილებული ავტოკლავში 30 წთ - ის განმავლობაში ) გამორეცხვასაკეთებენ დღეში ერხელ , 4-12 დღის განმავლობაში (300-400 მლ პროცედურაზე )

გვერდითი მოქმედება
ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე და ქავილი , დერმატიტები , ხელების კანისწებოვნევბა , რაც ნარჩუნდება 3-5 წუთის განმავლობაში , ფოტოსენსიბილიზაცია , კბილების ფერის შეცვლა , კბილისქვების გაჩენა და გემოვნების დარღვევა პირის ღრუში ანტისეპტიკური მიზნით ხანგრძლივად გამოყენებისას .

უკუჩვენება
მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისადმი და ალერგიული დაავადებებისადმი , დერმატიტები , კანის ვირუსულიდაავადებები .
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება .
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
შემთხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში პრაქტიკულად არ აბსორბირდება ( საჭიროა კუჭის ამორეცხვა , რძის , უმიკვერცხის , ჟელატინის ან რბილი საპნის გამოყენებით ) აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოფიცინა
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ქლორჰექსიდინი
დოზა
0.05%
ფორმა
ხსნარი გარეგანი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი