მერკაცინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 500მგ/2მლ ფლაკონი #1
მერკაცინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 500მგ/2მლ ფლაკონი #1

მერკაცინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 500მგ/2მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - amikacin sulfate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ამინოგლიკოზიდები → სისტემური გამოყენების

შემადგენლობა
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ამიკაცინის სულფატს, რომელიც 50 მგ ან 250 მგ ამიკაცინის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, დინატრიუმის ედეტატი (100 მგ/2 მლ), პროპილენგლიკოლი (500 მგ/2 მლ).
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ჩვენებები
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით (მათ შორის, გენტამიცინის, სიზომიცინისა და კანამიცინის მიმართ რეზისტენტული შტამები) ან გრამდადებითი და გრამუარყოფითი ასოციაციებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
• სასუნთქი სისტემის ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
• სეფსისი (ნეონატალური სეფსისის ჩათვლით);
• სეპტიკური ენდოკარდიტი;
• ცნს-ის ინფექციები (მენინგიტის ჩათვლით);
• ინტრააბდომინალური ინფექციები (მათ შორის, პერიტონიტი);
• შარდსასქესო სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, გონორეა);
• კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (მათ შორის, ინფიცირებული დამწვრობა, სხვადასხვა გენეზის ინფიცირებული წყლულები და ნაწოლები);
• სანაღვლე გზების ინფექციები;
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის, ოსტეომიელიტი);
• ინფიცირებული ჭრილობები;
• პოსტოპერაციული ინფექციები;
• ოტიტი.

მიღების წესები და დოზები
ამიკაცინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში საჭიროა თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ან კრეატინინის კლირენსის განსაზღვრით.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის (მოზრდილები და ბავშვები) პრეპარატის კუნთში ან ვენაში შეყვანა:
ამიკაცინი შეყავთ კუნთში ან ვენაში (ნაკადურად 2 წთ-ის განმავლობაში ან წვეთოვნად) 5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 8 სთ-ში ან 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 სთ-ში.
საშარდე გზების გაურთულებელი ბაქტერიული ინფექციების დროს ინიშნება 250 მგ ამიკაცინი ყოველ 12 სთ-ში, ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დამატებითი დოზა – 3–5 მგ/კგ სხეულის მასაზე. დამწვრობის დროს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს 5–7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 4–6 სთ-ში შემოკლებული ნახევარგამოყოფის პერიოდის (1–1.5 სთ) გამო.
მოზრდილებში პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 15 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც ამავე დროს არ უნდა აღემატებოდეს 1.5 გ-ს (მაგალითად, სხეულის დიდი მასის მქონე პაციენტებში). მკურნალობის კურსის მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 15 გ-ს.
ახალშობილებში ამიკაცინის საწყისი დოზაა 10 მგ/კგ სხეულის მასაზე, მომდევნო – 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 სთ-ში; დღენაკლულ ახალშობილებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ/კგ სხეულის მასაზე, მომდევნო – 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 18–24 სთ-ში.
დასაშვებია პრეპარატის მთლიანი სადღეღამისო დოზის ერთჯერადად მიღება (გამონაკლისია ენდოკარდიტის, მენინგიტის მკურნალობა, ახალშობილობის პერიოდი). ერთჯერადი ინტრავენური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში (კრეატინინის კლირენსი > 50 მლ/წთ) შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის მასაზე, 4 კვირაზე მეტი ასაკის ბავშვებში – 20 მგ/კგ სხეულის მასაზე (ბავშვებში გაზრდილი განაწილების მოცულობის (Vd) გამო ინიშნება პრეპარატის შედარებით მეტი დოზა კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით).

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა, ჰიპერბილირუბინემია);
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნეიროტოქსიკური მოქმედება (კუნთების ტრემორი, პარესთეზია, ეპილეფსიური კრუნჩხვები), ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა (სუნთქვის შეჩერება);
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ოტოტოქსიკურობა – სმენის დაქვეითება, ვესტიბულური (მოძრაობის დისკოორდინაცია და სხვა) და ლაბირინთული დარღვევები, შეუქცევადი სიყრუე; ცალკეულ შემთხვევებში ამიკაცინის თვალის მინისებრ სხეულში შეყვანისას შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა ბადურაზე ყვითელი ხალის მიდამოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა – ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ამიკაცინი
დოზა
500მგ/2მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი