პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - levocetirizine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → მეორე თაობის პრეპარატები
აქტიური ნივთიერება:
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის 5 მგ-ს (რაც შეესაბამება ლევოცეტირიზინის 4,21 მგ-ს).
ჩვენებები
ლევოცეტირიზინი გამოიყენება ალერგიული აშლილობების სამკურნალოდ. მისი აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება ანტიჰისტამინური საშუალებების სამკურნალო პრეპარატების კლასს, რომლებიც ახდენენ H-1 რეცეპტორების ბლოკირებას.
მოზარდებში და 6 წელზე უფროს ბავშვებში ის გამოიყენება ისეთი ალერგიული მდგომარეობების სიმპტომებისა და ნიშნების (ცემინება, გამონადენი ცხვირიდან, სურდო, სიმპტომები თვალების და კანის მხრიდან) სამკურნალოდ, როგორიცაა მაგალითად:
-ცხელება,
-მუდმივი ალერგიული რინიტი,
-ჭინჭრის ციება.
მიღების წესები და დოზები
ყოველთვის მიიღეთ შემოგარსული ტაბლეტები ექიმის მკაცრი დანიშნულების მიხედვით. თუ თქვენ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
შემოგარსული ტაბლეტების გადაყლაპვა საჭიროა მთლიანად, სითხის დაყოლებით; მათი მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად.
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილების სახეზე, ხანგრძლივობაზე და დინამიკაზე. ჩვეულებრივ, ცხელების მკურნალობა გრძელდება 3-6 კვირა.
ჩვეულებრივი დოზები:
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში: 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ (1*5 მგ).
6-12 წლამდე ასაკის მოზარდებში: 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ (1*5 მგ).
2-6 წლამდე ასაკის მოზარდებში, მკურნალობის უსაფრთხოების მიზნით, რეკომენდებულია შიგნით მისაღები წვეთების გამოყენება.
შესაძლებელია, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შემცირებული დოზის მიცემა. ეს დამოკიდებულია თირკმელების დაზიანების სიმძიმეზე. მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.
ღვიძლის ფუნქიის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.
თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების ერთდროული დარღვევების მქონე პაციენტებში, თირკმელების დაზიანების სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია შემცირებული დოზის მიცემა. მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატები, ლევოცეტირიზინმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ წარმოიშვებიან ყველა პაციენტში.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამოვლებისას მიმართეთ ექიმს
ხშირი:
(100-დან 1-10 პაციენტში)
პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლა, ძილიანობა.
არახშირი:
(100-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)
შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი მუცელში.
ძალიან იშვიათი:
(10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)
ალერგია, ქოშინი, გულის რევა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, ჭინჭრის ციება, სხეულის წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
თუ თქვენ განიცდით ნებისმიერ ზემოთ ნახსენები გვერდითი ეფექტიდან რომელიმეს, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომების სიმძიმეს და მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ქმედებების შესახებ.
უკუჩვენება
არ მიიღოთ ლევოცეტირიზინი შემდეგ შემთხვევებში:
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ან ე.წ. ,,პიპერაზინის წარმოებულებზე’’;
-თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.
პრეპარატის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს შემდეგი ინფორმაცია:
-თქვენი წინამორბედი და მიმდინარე დაავადებები,
-სხვა წამლებზე ნებისმიერი ალერგიული რეაქცია,
-თუ თქვენ ხართ ორსულად, ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე ან გეგმავთ ორსულობას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
12253
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.