პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: სიროფის 5 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დეზლორატადინი 2,5 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, საქაროზა, არომატიზატორი ,,ფორთოხალია, ყვითელი სანსეტი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები. H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
ჩვენებები: ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის, ცხვირის დაცობის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის, სასის ქავილის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით); ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის ან გამონაყარის შემცირება და მოხსნა).
დოზირება და მიღების წესი: ესლოტინი მოწოდებულია შიგნით მისაღებად, კვებისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1,25 მგ (სიროფის 2,5 მლ) 1-ჯერ დღე-ღამეში. 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 2,5 მგ (სიროფის 5 მლ) 1-ჯერ დღე-ღამეში. მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში _ 5 მგ (სიროფის 10 მლ) 1-ჯერ დღე-ღამეში. სიროფის დოზირებისთვის გამოიყენება საზომი ჭიქა, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში. მკურნალობის კურსი და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ხასიათიდან გამომდინარე. სეზონური პოლინოზის მკურნალობისას პრეპარატის მიღებას წყვეტენ სიმპტომების გაქრობის შემდგომ. სრულწლიანი ალერგიული რინიტის მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება უწყვეტად, ალერგენთან პაციენტის კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციები იყო ფაღარათი, ცხელება, უძილობა. მოზრდილებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციები იყო დაღლა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი. შესაძლო გვერდითი მოვლენებია ასევე: ჰალუცინაციები. თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები. ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება; QT ინტერვალის გახანგრძლივება. არითმია, ბრადიკარდია. ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა. ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება, ჰეპატიტი; სიყვითლე. სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კუნთების ტკივილი. მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება); ასთენია.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ლორატადინის, დეზლორატადინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა ან საქარაზა-იზომალტაზის უკმარისობა; 1 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ძილიანობა, რომელმაც შესაძლებელია იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლენის გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, საჭიროებისამებრ - სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ნარინჯისფერი სიროფი ტკბილი გემოთი. სიროფი 60 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი სისტემით. 1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
4920
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.