კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება (ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ლორატადინი ................ 10 მგ სიროფი: 5 მლ 5 მლ ფლაკონში 120 მლ...
ჩვენებები: მოზრდილებში: -სეზონური ან მუდმივი რინიტი; ალერგიული კონიუნქტივიტი; იდოპათური ქრონიკული ჭინჭრის ციება; ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით: სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი; ალერგიული გამონაყარი კანზე, მაგალითად, იდიოპათიური ურტიკარია. მიღების წესი და დოზირება:
ტალბეტები
მოზრდილებში:
საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება 10 მგ ლორატადინი ერთხელ დღეში.
ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი), დღეში ან ინიშნება 10 მგ დღეში დღეგამოშვებით.
ხანდაზმულებში:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი, სავარაუდოა გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვებში:
ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის გათვალისწინებით.
საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით:
ინიშნება 10მგ. ლორატადინი (10 მლ სიროფი) ერთხელ დღეში. ავადმყოფეში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურა: . საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (5 მლ სიროფი) დღეში ან ინიშნება 10 მგ (10 მლ) დღეში დღეგამოშვებით.
ხანდაზმულებში:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ასაკის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი. სავარაუდოდ გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვებში:
ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება 5 მგ (5 მლ სიროფი) დღეში, ბავშვებში 30 კგ მეტი - 10 მგ (10 მლ) დღეში. უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მისი ინგრედიენტების მიმართ;
*ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში;
*ბავშვებში 2 წლის ასაკის ქვევით. შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.