დენკ-ეარი ჯუნიორი ტაბლეტი საღეჭი 4მგ #28
დენკ-ეარი ჯუნიორი ტაბლეტი საღეჭი 4მგ  #28

დენკ-ეარი ჯუნიორი ტაბლეტი საღეჭი 4მგ #28

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა მონტელუკასტი. თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 4მგ მონტელუკასტს (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით); სხვა დამხმარე ნივთიერებები არის: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ალუბლის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, გუმარაბიკს, მალტოდექსტრინს, პროპილენგლიკოლს), ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენება: დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი ანთებითი მედიატორის (ლეიკოტრიენების) მიერთებას. ლეიკოტრიენები იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროვებას და შეშუპებას. ლეიკოტრიენების დაბლოკვით დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ეხმარება ასთმის კონტროლში. დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ ინიშნება ბავშვებში დღისით და ღამით განვითარებული ასთმის სიმპტომების პრევენციისთვის. დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ ინიშნება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა ასთმის სიმპტომები ვერ კონტროლდება ადექვატურად სხვა პრეპარატებით და რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი მკურნალობა; დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ ასევე გამოიყენება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კორტიზონით ინჰალაციის ნაცვლად (საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი), შემდეგ შემთხვევაში: თუ არ არის მიმდინარე, მწვავე ასთმური შეტევა, რომელიც მოითხოვს კორტიზონის ტაბლეტებით მკურნალობას; თუ ბავშვი ვერ იკეთებს კორტიკოსტეროიდებით ინჰალაციას. დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ ეხმარება ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროვების პრევენციას 2 წლიდან ბავშვებში. ბავშვის სიმპტომებიდან და ასთმის სიმძიმიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ-ს მიღების წესს.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია მონტელუკასტის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ საღეჭი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად. საღეჭი ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.


2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: ერთი 4მგ-იანი საღეჭი ტაბლეტი დღეში, მიიღება საღამოს. დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ-ის საღეჭი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად. საღეჭი ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ. თუ ბავშვი მკურნალობს დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ-ით, მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვი არ ღებულობს იგივე აქტიური ნივთიერების–მონტელუკასტის შემცველ სხვა პრეპარატს. დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ საღეჭი ტაბლეტები განკუთვნილია 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ საღეჭი ტაბლეტები განკუთვნილია 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას; არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გამოყენება კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს; შენახვის ვადა: 36 თვე; ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე; სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში; არ შეიძლება რომელიმე პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების მიღება საჭიროა გარემოს დასაცავად.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
მონტელუკასტ ნატრიუმი
დოზა
4მგ
ფორმა
ტაბლეტი საღეჭი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი