ალერგოსანი კრემი 1% 18გრ #1
ალერგოსანი კრემი 1% 18გრ #1

ალერგოსანი კრემი 1% 18გრ #1

ბულგარეთი

სოფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი 10მგ საცხის 1გ-ში. დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 300 (პოლიეთილენგლიკოლი 300), მაკროგოლი 4000 (პოლიეთილენგლიკოლი 4000).

ჩვენება: ალერგოსანი კრემი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქლოროპირამინს ეგრეთ წოდებული ანტიჰისტამინების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ანტიალერგიული მოქმედება. კანზე დატანისას თრგუნავს ქავილს, ხსნის სიწითლეს, შეშუპებას და გამონაყარს კანზე. ალერგოსანი კრემი გამოიყენება მწერების ნაკბენის, კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზების დროს (კანის ანთება); გამონაყარისა და ქავილისას სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებიც არ აზიანებენ კანის ფართო მონაკვეთებს.
თუ 5-7 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან უარესდება, დახმარებისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის გამოყენების შესახებ.    

გამოყენების წესი: ყოველთვის გამოიყენება ეს სამკურნალო პრეპარატი ინსტრუქციაში მითითებული აღწერილობის ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის რამეში დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.რეკომენდებული დოზა შეადგენს: მოზრდილები და ბავშვები (ჩვილი ბავშვები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები)-კრემის მცირე რაოდენობა დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში, მსუბუქი შეზელვით.
გამოყენების წესი: ალერგოსანი კრემი განკუთვნილის კანზე მხოლოდ ადგილობრივად გამოსაყებელად. მისი გამოყენება შესაძლებელია ექსუდატის განვითარებით მიმდინარე კანის მხრიდან გამოწვეული მწვავე რეაქციების დროს (სეკრეტი, ანთებითი სითხე).
გამოყენება შესაძლებელია სახვევის ქვეშ ან ფიზიოთერაპიული პროცედურის დროს, კანიდან პრეპარატის უკეთ შეღწევის და სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით.
არ გამოიყენება ღია ჭრილობაზე, თვალში, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა-5-დან-7 დღე.შეფუთვის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 6 (ექვს) თვის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ქლოროპირამინი
დოზა
1%
ფორმა
კრემი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
18გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი