პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: სოიოს იზოფლავონიდები (ფიტოესტროგენები) 50მგ, კალციუმი 500მგ, ვიტამინი D3 5მკგ, ვიტამინი B1 1.4 მგ, ვიტამინი B2 1.6 მგ, ვიტამინი B2 2.0 მგ, ვიტამინი B12 3.0მკგ, ბიოტინი 150mკგ, ფოლიუმის მჟავა 400მკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრე- და პოსტმენსტრუალურ პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენების დეფიციტი იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება ნეირო-ვეგეტატიური, გულ-სისხლძარღვთა და ურო-გენიტალური სიმპტომები, ასევე ძვლოვანი ქსოვილის ფორმირების დეფიციტი. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის თანამედროვე სტრატეგია ვარაუდობს მაქსიმალურ სამკურნალო ეფექტს მინიმალური გვერდითი მოვლენებით.
სოიოს იზოფლავონიდები წარმოადგენენ მცენარეულ ესტროგენებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით იდენტურია ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ესტრადიოლის და ეფექტურად გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში ესტროგენების დეფიციტის დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრე- და პოსტმენოპაუზის პერიოდში. სოიოს იზოფლავონიდები, მცენარეული წარმოშობის კომპონენტები, განსხვავდება სინთეზური ესტროგენებისაგან გვერდითი ეფექტების არარსებობით. ფიტოესტროგენების გამოყენებისას იგი კარგად აიტანება და უსაფრთხოა იმ სიმპტომების პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, რომელთაც ადგილი აქვთ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჭეშმარიტი ჰორმონალური გარდაქმნის დროს. ეს გამოიხატება იმაში, რომ მცირდება ალები, უეცარი, ძლიერი ოფლდენა და გაღიზიანებადობა, ასევე, ოსტეოპოროზისა და მკერდის კიბოს რისკი.
მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ტაბლეტი ჭამის დროს დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღებამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პირებისათვის:
1 ტაბლეტი შეესაბამება 0.7 კკალ/2.9 კჯ და 0.008 პურის ერთეულს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
5811