ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება. ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს დამამშვიდებელი, წნევის დამწევი მოქმედება, ანელებს გულის რიტმს და აძლიერებს გულის შეკუმშვების ძალას. გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება ძილის დარღვევის, ნეიროცირკულაციური დისტონიის, მომატებული ნერვული აგზნებადობის, სხვადასხვა ტიპის ნერვოზული მდგომარეობებისას. მომზადების წესი: 1 დესერტის კოვზ დაწვრილმანებულ მცენარეულ ნედლეულს ასხამენ 200მლ (1 ჩაის ჭიქა)Aადუღებულ წყალს, ახურავენ თავსახურს და აყოვნებენ 15 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ წურავენ. მიღების წესი: მიიღებენ 1 ჭიქას დღეში ჭამის დროს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, არ არის რეკომენდირებული გამოყენება დაბალწნევიან პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ერთდროული გამოყენებისას აძლიერებს საძილე და ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებების მოქმედებას.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: ხანგრძლივი გამოყენებისას დიდ დოზებში შესაძლებელია დააქვეითოს ფსიქომოტორული რეაქციები და ამის გამო სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას. ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას. ვარგისობის ვადა: 2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.