იენლიპი სანთელი ვაგინალური 100მგ #7

იენლიპი სანთელი ვაგინალური 100მგ #7

საბერძნეთი

ვერისფიელდი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტია კლინდამიცინის ფოსფატი. ყოველი სანთელი შეიცავს 119 მგ კლინდამიცინის ფოსფატს, რაც შეესაბამება 100 მგ კლინდამიცინს. დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები.

ჩვენებები: ბაქტერიული ვაგინოზი

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზაა ერთი სანთელი საშოში ძილის წინ სამი ან შვიდი დღის განმავლობაში. თუ თერაპიის მოხსნის შემდეგ სიმპტომები გრძელდება, უნდა მიემართოს ექიმს. ინსტრუქცია: უნდა მოხდეს სანთლის ამოღება პვქ სტრიპიდან, პაციენტი უნდა დაწვეს ზურგზე, მუხლების მკერდთან ახლოს მიტანით. ოვულა უნდა მოთავსდეს ვაგინაში მესამე თითის წვერით რაც შეიძლება ღრმად, დისკომფორტის გამოწვევის გარეშე.

გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი გაღიზიანება, ვაგინალური კანდიდოზი. გამონადენი საშოდან, მუცლის სპაზმები, მენსტრუალური დარღვევები, გულისრევა, ფაღარათი, ქავილი, გამონაყარი, შეყვანის ადგილის ტკივილი, ინფექცია. გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები: იენლიპი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მომატებული მგრძნობალობა კლინდამიცინის, ლინკომიცინის ამ მყარი ცხიმის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არსებობს ინფორმაცია სხვა ვაგინალური მედიკამენტების იენლიპთან ერთად მიღების შესახებ. უნდა ეთქვას ექიმს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ რომელსაც პაციენტი იღებს, იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს.

განსაკუთრებული მითითებები: ინელიპით თერაპიის დაწყებამდე ან მის შემდეგ ადექვატური ლაბორატორიული ტესტებით უნდა მოხდეს სხვა ინფექციების გამოკვლევა Trichomonas vaginalis, Candida albicans, Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoae ჩათვლით. კლინდამიცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მდგრადი ორგანიზმების, კერძოდ საფუარების ზრდა. ანტიმიკრობული მკურნალობის დროს ან მის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, რომლებიც ფსევდომემბრანულ კოლიტზე მიუთითებს. თერაპიის დროს რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება. ლატექსის კონდომების და დიაფრაგმის გამოყენება უკუნაჩვენებია რადგან მათი ეფექტურობა შეიძლება შესუსტდეს. სხვა ვაგინალური პროდუქტების (როგორიცაა ტაპონები ან ხუფები) გამოყენება იენლიპით მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის. იენლიპის უსაფრთხოების და ეფექტურობის კვლევები არ ჩატარებულა შემდეგ პოპულაციებში: ორსული ან მეძუძური ქალები. პაციენტები ღვიძლის დაზიანებული ფუნქციით, იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები, კოლიტით დაავადებული პაციენტები, 16 წლამდე ან 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები, პაციენტები თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით. თუ პაციენტს დაავიწყდა იენლიპის ერთი ან მეტი დოზის მიღება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რეგულარული დოზით. გამოტოვებულის საკომპენსაციოდ არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული ორსულებსა და მეძუძურებში პრეპარატის გამოყენება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ არსებობს მონაცემები ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს კლინდამიცინის ეფექტების შესახებ.

ჭარბი დოზირება: კლინდამიცინის ვაგინალური გამოყენებისას დოზის გადაჭარბება აღწერილი არ არის. შემთხვევით ორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები, რომლებიც შედარებადია ორალურად მიღებული კლინდამიცინის თერაპიულ კონცენტრაციებთან. ჭარბი დოზირებისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: კლინდამიცინის სანთლები არის ნახევრად-მყარი, თეთრი ფერის. პრდუქტი გამოდის პვქ სტრიპებით. ყოველი კოლოფი შეიცავს ერთ სტრიპს და გამოყენების ინსტრუქციას. ერთი სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში. ყოველი კოლოფი შეიცავს 7 სანთელს.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვერისფიელდი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
კლინდამიცინი
დოზა
100მგ
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი