ვაზელინი მალამო 30გრ #1

ვაზელინი მალამო 30გრ #1

სამარმედპრომი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ვაზელინი 25გ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვაზელინი არბილებს კანის ეპითელურ ზედაპირს. მალამო კანს ფარავს თხელი, მაგრამ მკვრივი ფენით, რომელიც აფერხებს მიკრობების შეღწევას ნახეთქებში, ჭრილობებსა და ნაკაწრებში (ქმნის მიკრობებისგან დამცავ ბარიერს), იცავს კანის საფარველს სიცივისაგან, აქერცვლისა და დასკდომისაგან. მალამო კანს უფრო მოქნილს და ელასტიკურს ხდის, ხელს უშლის მის გაუწყლოების პროცესს კანის ბუნებრივი ჰიდროლიპიდური დამცავი შრის აღდგენის გზით.
ფარმაკოკინეტიკა: გარეგანი გამოყენებისას ვაზელინი არ შეიწოვება ღრმა ქსოვილებში და პრაქტიკულად არ ხვდება სისხლის მიმოქცევაში.

ჩვენება: გამოიყენება ხელების, მუხლების, ტერფების, იდაყვების, ტუჩების კანის დასარბილებლად სიმშრალის, დასკდომის და გაუხეშების დროს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს როგორც გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებით (მზე, ქარი, მოყინვის დროს) ასევე ავიტამინოზით, გამოიყენება სამედიცინო პროცედურების ჩატარების წინ (მალამოს უსვამენ გაზგამყვანი მილისა და ოყნის თავზე).

გამოყენების წესი: დაიტანება გასუფთავებული კანის ზედაპირზე თხელ ფენად და კარგად შეიზილება.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ვაზელინის მიმართ.

გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება: გარეგანი გამოყენებისას შეუძლებელია დოზის გადაჭარბება.

განსაკუთრებული მითითებები: მალამო გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ ვაზელინის თვალში მოხვედრას! (აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია მისი ფრთხილი მოცილება ან/და წყლით ჩამობანა).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სამარმედპრომი
ქვეყანა
ჯენერიკი
ვაზელინი
ფორმა
მალამო
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი