ტუჩის საცხი - მოვლა უზრუნველყოფს დახეთქილი და გამომშრალი ტუჩის კანის მოვლას, კვებას და დატენიანებას, საიმედოდ იცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან (მთელი ულტრაიისფერი სპექტრის გამოსხივებისაგან (UVA და UVB). •დექსპანთენოლი (ვიტამინი B5) ააქტიურებს რეგენერაციულ პროცესებს, ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის ბუნებრივ აღდგენას; •გლიცერინი ინარჩუნებს ტენიანობას და ხელს უწყობს მის შეღწევას კანის ღრმა ფენებში. ბუნებრივი ლიპიდები აძლიერებენ კანის ჰიდროლიპიდურ ბარიერს, იცავს მას დეჰიდრატაციისგან და ხელს უშლის სიმშრალის ხელახალ გაჩენას; •ფიზიოლოგიური ლიპიდები - აღადგენენ ბარიერულ ფუნქციას.